ვანგამ სირიის დაცემის შემდეგ „ცეცხლოვანი ბიბლიის“ სწავლების გავრცელება რუსეთიდან ივარაუდა

ცნობილი ნათელმხილველი, ბულგარელი ვანგელია გუშტეროვა, იგივე ვანგა ისევ მოექცა ჯერ რუსული, ახლა კი უკვე ევროპული გამოცემების ყურადღების ცენტრში. გამოქვეყნდა მისი ერთი წინასწარმეტყველება, სადაც კონკრეტულადაა დასახელებული ორი ქვეყანა: სირია და რუსეთი.

„ნიუსლანდ.რუ“–ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ამ თემასთან დაკავშირებით ვლადისლავ კარაბანოვის სტატიაში ნათქვამია, რომ სირიიდან მოსული ახალი ამბები არაფრით განსხვავდება სხვა არაბული ქვეყნებიდან მოსული ინფორმაციისგან. თუმცა, ავტორი წერს, რომ სირიიდან მოსული ცნობები რუსეთისთვის ნიშვნელოვანია არამარტო პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ იმითაც, რომ იგი ვანგას წინასწარმეტყველებას პირდაპირ უკავშირდება. ვანგას სიტყვასიტყვით ასე აქვს ნათქვამი:

„მალე სამყაროში ძველთაძველი სწავლება გავრცელდება. მე მეკითხებიან: „მალე დადგება ეს დრო?“ მე კი ვპასუხობ: „არა, მალე არა! ჯერ სირია არ დაცემულა!“(კრაზიმირა სტოიანოვა – „სიმართლე ვანგაზე“).

ასე რომ, სირიის რეჟიმის დაცემა ეპოქალური მოვლენების წინაპირობა უნდა გახდეს, რომელთა ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილი ერთი ახალი, უფრო სწორად კი, კარგად დავიწყებული უძველესი სწავლების გავრცელება იქნება. „რაც ყველაზე მეტად საინტერესოა, ეს სწავლება რუსეთიდან გავრცელდება“, – წერს ავტორი. ამაზე ვანგას არაერთხელ უთქვამს.

„არსებობს უძველესი ინდური სწავლება, რომელსაც თეთრი საძმოს სწავლება ჰქვია. ის გავრცელდება მთელ მსოფლიოში, ამ სწავლებაზე დაისტამბება ახალი წიგნები და მათ დედამიწის ყველა კუთხეში წაიკითხავენ. ეს იქნება ცეცხლოვანი ბიბლია. მოვა დრო და ყველა რელიგია გაქრება! დარჩება მხოლოდ თეთრი საძმოს სწავლება. თეთრი ფერით ის მოეფინება მსოფლიოს და ადამიანები გადარჩებიან. ახალი სწავლება რუსეთიდან მოვა. ის პირველი განიწმინდება. თეთრი საძმო გავრცელდება რუსეთიდან და დაიპყრობს მთელ მსოფლიოს. ეს მოხდება არაუადრეს 20 წლისა. 20 წლის შემდეგ მოიმკით პირველ მოსავალს“, – ვანგას წინასწარმეტყველებიდან 1978 წელს.

კომენტარი