„სიკვდილი როგორ ვერ შეაჩერე, ჩემო გულისხმიერო გოგო!“ – ქედაში ავარიისას მეათე კლასის მოსწავლე გარდაიცვალა

12 მაისს ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 2 ადამიანიდან ერთ-ერთი გოგონა ლანჩხუთის რაიონის, ხაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლე ხატია ბერიძე იყო.

სიკვდილი როგორ ვერ შეაჩერე, ჩემო ლამაზო, ჩემო ჭკვიანო და ჩემო გულისხმიერო გოგო. ტრაგიკულად დაიღუპა ჩემი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ხატია ბერიძე“ – წერს სოციალურ ქსელში სკოლის დირექტორი ხათუნა აფხაზავა.

ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვები აზრს კარგავს… ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ხატია ბერიძე… ხატი, შენ ხომ ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე გულისხმიერი გოგო იყავი… დარჩები ასეთად სამარადჟამოდ“, – ნათქვამია ხაჯალიის საჯარო სკოლის სამძიმრის წერილში.

კომენტარი