2 საათზე დაგეგმილი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია გადაიდო?

რესპუბლიკის მოედანზე, სადაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია იგეგმება, მოქალაქეები იკრიბებიან.

ადგილზე დედაქალაქის მცხოვრებლებს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულებიც უერთდებიან.

ადგილზე, ამ დროისთვის, ძალიან ცოტა ხალხია.

აქცია 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, როგორც ჩანს, ხალხის სიმცირის გამო აქცია ამ დრომდე არ დაწყებულა.

უკვე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ჩატარდება თუ გადაიდება დღეს, რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია.

კომენტარი