სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა ელოდებათ Art-გენი 2021–ის სტუმრებს

2021 წელს ფესტივალი Art-გენი კოვიდრეგულაციების გათვალისწინებითა და მცირედით განსხვავებული ფორმით გაიმართება. მუსიკალური საღამოები პარასკევს, შაბათსა და კვირას შედგება. ღონისძიება 16 ივლისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება. შემდეგი დღეების მუსიკალური პროგრამა კი ასეთია: 17 ივლისი - „გაგაფრანი“, 18 ივლისიჯგუფი Reggaeon, 23 ივლისი - ბენდიჩვენებურები“ და ლელა ნაყეური, 24 ივლისი - ნინოქათამაძე. ფესტივალის თბილისის ტურს 25 ივლისს 33 და ნიაზ დიასამიძე დახურავენ.

დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში მოეწყობა, ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები. ღონისძიების გენერალური პარტნიორი „ნიკორა“ მისულ სტუმრებს სპეციალურად მოწყობილ მოსასვენებელ სივრცეებს შესთავაზებს. გარდა ამისა, მოეწყობა სარეალიზაციო კუთხე, სადაც ნიკორას უგემრიელესი პროდუქციის დაგემოვნება იქნება შესაძლებელი.ნიკორაში“ განმარტავენ, რომ მათთვის ასეთი ეროვნული პროექტის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშნელოვანია. რადგან ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით Art-გენს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. მეორე მხრივ, ფესტივალი არა მხოლოდ ქართული ფოლკლორისა და რეწვის,თანამედროვე საავტორო მუსიკის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, არამედ ქვეყნის რეგიონული განვითარებაშიც დიდ როლს ასრულებს. ამიტომ სადაც ქართული, ეროვნული საქმეა ნიკორა მისი გულშემატკივარი და მხარდამჭერია.

ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება, ქალაქში ყველაზეგემრიელი ჰოთ დოგ „რუმი“, რომელსაც აქამდე „ბრავოს“ სახელწოდებით იცნობდნენ ჰოთ დოგების მოყვარულები.

რაც შეეხება მიმდინარე წლის რეგიონულ ტურნეს, თბილისის ტურის დასრულების შემდეგ, ის 31 ივლისს პანტიანის ტბაზე გაიმართება.

წელს ფესტივალ Art-გენს 18 წელი შეუსრულდა. წლების მანძილზე Art-გენმა არაერთი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. ბევრი ჯგუფისთვის და მომღერლისთვის ერთგვარ ტრამპლინად იქცა. ფესტივალი წელსაც საინტერესო სიახლეებს სთავაზობს მაყურებელს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100