სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ ხტებოდა გუშინ 4 შვილის დედა მე-19 სართულიდან? – სკანდალური ამბის დეტალები

ახალგაზრდა ქალი, რომელიც გუშინ სპორტის სასახლის მიმდებარედ, ალექსიძის ქუჩაზე, მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, საპატრულო პოლიციამ გადაარჩინა და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

„პრაიმტაიმმა“ გაარკვია მიზეზი, რატომ ხტებოდა 4 შვილის დედა მე-19 სართულიდან.

მეზობლების თქმით, ქალბატონს ფსიქიური პრობლემები აქვს და ამ მიზეზით ცოტა ხნის წინ მეუღლე დაშორდა. ამ ყოველივემ კი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა.

„ქალბატონს ფსიქიური პრობლემები აქვს. ცოტა ხნის წინ ქმარი დაშორდა. როგორც გავიგეთ გუშინ საღამოს არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. იმდენად არაადეკვატურ მდგომარეობაში იყო, რომ ყვიროდა „კორონავირუსი“ არ არსებობსო. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ახლა თქვეს, ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია მოთავსებულიო.“ – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

ცნობისთვის, შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და პოლიციელები.

ახალგაზრდა ქალის გადასარჩენად კორპუსის წინ სპეციალური ბატუტი იყო გაშლილი.

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


წყარო:პრაიმტაიმი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100