სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გორში სტალინის ძეგლი აიღეს

გორში გუშინ სტალინის ძეგლი აიღეს. ძეგლის დემონტაჟი გუშინ საღამოს 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით ძეგლთან 200 მეტრის რადიუსით გზა გადაკეტა.

სტალინის ძეგლს დღესვე მისი სახელობის მუზეუმში გადაიტანენ. მის ადგილზე კი 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში გარდაცვლილ ჯარისკაცთა მემორიალი დაიდგმება.

იოსებ ჯუღაშვილის 6 მეტრიანი ძეგლი გორის ცენტრში. ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში 1952 წელს დაიდგა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100