სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წმინდა ნიკოლოზს შევთხოვ რომ "გონი მიეცი განმსჯელებს, სინანული მკვლელებს და მის მშობლებს, მკვლელობის დამკვეთებს... - ნიკო კვარაცხელიას დედის ემოციური წერილი ნიკოლოზობას

22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა წერილს აქვეყნებს და მისი შვილის სახელით ყველას ნიკოლოზობის დღესასწაულს ულოცავს.

იზა ომაძე ასევე იხსენებს, როგორი იყო შვილთან ერთად გატარებული წინა წლის ნიკოლოზობა მისთვის.

„ეს შარშან იყო… წავედით, ერთად ტაძარში, ვევედრეთ, ვესაუბრეთ წმინდა ნიკოლოზს, მაგრამ მსგავსი არაფერი გვითხოვია, ვის შეეძლო წარმოედგინა, რომ მსგავსი ბოროტება არსებობდა.

ნიკოლოზობას გილოცავთ ნიკო, ნიკოლოზ, ჩვენი პირველი სიხარულო და პირველოგანუზომელო ტკივილო! წმინდა ნიკოლოზი გფარავდეს ზეცაშიც, ჩემო ზეციურო ანგელოზო, მას შევთხოვთ იქაც შენს მფარველობას. წმინდა ნიკოლოზს შევთხოვ რომ „გონი მიეცი განმსჯელებს, სინანული მკვლელებს და მის მშობლებს, მკვლელობის დამკვეთებს და ხელშემწყობებს…უზომოდ გვენატრები და გაუსაძლისია უშენოდ ყოველი დღე

ნიკო შენი და ჩვენი ოჯახის სახელით ყველას ვულოცავ ნიკოლოზობას, მისი მადლი და წყალობა არ მოგკლებოდეთ შეგეწიოთ და გიწინამძღვროთ წმინდა ნიკოლოზმა, მე კი მინდა მადლიერება გამოვხატო, ჩვენი მეგობრების, სრულიად უცნობი ადამიანების წინაშე, ვინც თავის წილ სიყვარულს გიგზავნის ყოველდღიურად, ( ლექსად, საჩუქრად, ჩანახატად.)

P.S. მინდა პატიება გთხოვოთ, ჩემი ემოციების გამოხატვის გამო, ასე საჯაროდ სოციალურ სივრცეში, მაგრამ გპირდებით კანონის აღსრულების შემდეგ მხოლოდ, ნიკოს სახელით გაკეთებულ კეთილ საქმეებზე მოგიყვებით“- წერს ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა იზო ომაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100