უნიკალური კადრები: ამღერებული მერაბ კოსტავა

ვიდეოპორტალ „იუთუბზე“ მრავალ, ნაკლებადცნობილ ვიდეოებთან ერთად, რომლებშიც საქართველოს უახლესი ისტორიაა ასახული და სადაც ჩვენი ისტორიის გმირებსა თუ ანტიგმირებსაც შეხვდებით, ერთი ოთხწუთიანი ვიდეორგოლიცაა ატვირთული, რომელიც მოყვარულმა ოპერატორმა გადაიღო. როგორც ამ უნიკალური ჩანაწერის ("იუთუბზე" ატვირთული ფრაგმენტები მთლიანი ვიდეომასალის ნაწილია) ერთ-ერთი მფლობელი, ხატია ღუდუშაური გვატყობინებს, კადრები 1987 წელს, თბილისშია გადაღებული მას შემდეგ, რაც მერაბ კოსტავა პატიმრობიდან გათავისუფლდა და კლასელებმა ეს ფაქტი მოლხენით აღნიშნეს.

ვიდეო, სავარაუდოდ, ერთ-ერთი კლასელის ოჯახშია გადაღებული. „დრონი.ჯი“ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ დაბალი ხარისხის ვიდეოგამოსახულების მქონე რგოლს გთავაზობთ (თუმცა, ხარისხი ორიგინალისას შეესატყვისება), მაგრამ ვფიქრობთ, შობის ღამეს ინტერესმოკლებული არ იქნება თხემით ტერფამდე ქართველის, ომახიანად ამღერებული მერაბ კოსტავას მოსმენა, მით უმეტეს, რომ ის სხვა სიმღერებთან ერთად „მრავალჟამიერსაც“ მღერის და მით უმეტეს, რომ ამ, დრომდე ამ ვიდეოს „იუთუბზე“ მხოლოდ 500-ზე ცოტა მეტი მნახველი ჰყავს...

კომენტარი