სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Veli.store - ელ.კომერცია, რომელიც მიტანას 3 საათში გპირდება

Veli.store აჭარა ჯგუფის ახალი პროექტია, რომელიც საქართველოს ელექტრონული ვაჭრობის ბაზარს სულ რამდენიმე თვეა შეუერთდა. Საყიდლების ეს ციფრული ველი მომხმარებელს შეძენილი პროდუქციის მიტანას თბილისის მასშტაბით იმავე დღეს, 3 საათში ჰპირდება და რაც მთავარია - მიტანის სერვისი უფასოა.


ყოველდღიური საყიდლების ციფრული Პლატფორმა 8 კატეგორიას აერთიანებს: ტექნიკა, სილამაზე & თავის მოვლა, წიგნები, ბავშვის მოვლა, სათამაშოები, სახლის მოწყობა, საკანცელარიო ნივთები და სახლის მოვლა. თუმცა, როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, veli.store-ზე განთავსებული ათასობით პროდუქტის რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ხოლო რაც შეეხება კატეგორიებს, პლატფორმის გამომწერებს მრავალი საინტერესო და უჩვეულო სურპრიზი ელით წინ: უახლოეს მომავალში, მათ ვებგვერდზე შინაური ცხოველების მოვლის მრავალფეროვან კატეგორიასაც ვიხილავთ.


„ყველასათვის ცნობილია, რომ მიუხედავად ქართულ ბაზარზე უკვე არსებული რამდენიმე ონლაინ პლატფორმისა, ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ადამიანებს მაინც ხშირად უწევთ უცხოურ ვებგვერდებზე საყიძლების ძიება, ამიტომაც პროდუქტების სიმრავლე და მრავალფეროვნება ჩვენი ბიზნესის გულად ვაქციეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, მომხმარებლებს ერთ სივრცეში შეგვიძლია შევთავაზოთ საინტერესო პროდუქტები, საუკეთესო შეთავაზებები, უნიკალური პრუდუქციის ასორტიმენტი, რომელიც საქართველოში მხოლოდ veli.store-ზე იყიდება. Რაც მთავარია, ჩვენი გამომწერები მიიღებენ ზუსტად იმ ნივთს, რომელიც შეიძინეს.“ - არჩილ ფირიაშვილი, veli.store-ის დირექტორი.



ველი რეგიონების მასშტაბითაც ოპერირებს და ნებისმიერ მსურველს მარტივად შეუძლია პლატფორმით ისარგებლოს. Რეგიონების შემთხვევაში, მიწოდების დრო, ამ ეტაპზე, 3-5 სამუშაო დღეა და გამომწერების რიცხვის ზრდასთან ერთად, ძირეული ცვლილებები ამ მიმართულებითაც იგეგმება.





კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100