სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

16 ქალის მკვლელი მოსკოველი სექსუალური მანიაკი იმალებოდა... ციხეში

სექსუალურ მანიაკს, რომლის მიერ ჩადენილმა სასტიკმა მკვლელობებმა ახალი ათასწლეულის დასაწყისში მთელი მოსკოვი შეძრა, სრულიად შემთხვევით მიაგნეს... ციხეში.

აღმოჩნდა, რომ თექვსმეტი ქალის მკვლელი მაინაკი 6 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს გაუპატიურებისთვის იმ დროს, როცა მას სამართალდამცველები ეძებდნენ. როგორც რუსული პრესა იტყობინება, მილიციელებს მაშინ მანიაკი რამდენჯერმე ჩაუვარდათ ხელში სხვადასხვა სახის წვრილმანი დანაშაულისთვის, თუმცა, მათ, არცთუ უანგაროდ, „დაავიწყდათ“ მისი მონაცემების გადამოწმება ბაზაში და დამნაშავე რამდენჯერმე გაუშვეს სახლში.

მხოლოდ 2010 წელს ამოიცნეს ვლადიმირ მირგოროდის სახით სერიული მკვლელი და სექსუალური მანიაკი. ეს სრულიად შემთხვევით მოხდა, როცა მოსკოვის პოლიციის განყოფილებაში ახალი კომპიუტერული ბაზა დანერგეს. სწორედ მაშინ აღმოაჩინეს, რომ დაქტილოსკოპიის ბაზაში მირგოროდის თითის ანაბეჭდები 2003 წელს მოსკოვში მომხდარი ქალთა გახმაურებული მკვლელობების დროს აღებულ ანაბეჭდებს ემთხვეოდა.

ერთ-ერთი მსხვერპლი 25 წლის მინსკელი გოგონა იყო, რომელიც თავის ნაქირავებ ბინაში ხელებშეკრული და გაგუდული იპოვეს. მას ყელზე მარყუჟი ჰქონდა ჩამოცმული და სისხლიანი ჭრილობის გარეშე იყო მოკლული. სწორედ ამ ხელწერით იმ პერიოდში მოსკოვში 11 ქალი მოკლეს. მსხვერპლი ბევრად დიდი იქნებოდა, ზოგ ქალს რომ მანიაკისგან თავის დახსნა ვერ მოეხერხებინა.

საბოლოოდ, მირგოროდი ახალგაზრდა მოსკოველი გოგონას გაუპატიურებისთვის 2004 წელს დააკავეს, მაგრამ დაუდევრობისა და ზემოთაღწერილი სიტუაციის გამო, მისი იდენტიფიცირება მანიაკთან არ მომხდარა. მირგოროდს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ციხიდან 2010 წელს გამოვიდა. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 2012 წლის ბოლო დღეებში დააკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100