სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ფაბრიკაფიტი 2022 - ურბანული არტის ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია

თიბისის მხარდაჭერით, 12 და 13 ნოემბერს ფაბრიკაში ურბანული არტის ფესტივალი ფაბრიკაფიტი 2022 გაიმართება. ფესტივალი, ორ წლიანი პაუზის შემდეგ, მეხუთედ ჩატარდება და მის ფარგლებში 16 ქართველი არტისტი მოხატავს ფაბრიკის კედლებს. თიბისისთვის ახალი თაობის ხელოვანების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რასაც ფესტივალი ემსახურება.

ფაბრიკაფიტი სხვადასხვა ურბანულ აქტივობას და ქუჩის მხატვრობას მოიცავს. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ პანელურ დისკუსიებს ქალაქის ურბანულ განვითარებაზე, ქუჩის მხატვრობის ჭრილში. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება დოკუმენტური ფილმის ჩვენება ქუჩის ხელოვნებისა და სკეიტბორდინგის შესახებ. ასევე, ფაბრიკაფიტი 2022-ზე ახალგაზრდა ქართველი გრაფიტი არტისტის, მიშიკო სულაკაურის წიგნის ,,თბილისი კომენტარით” პრეზენტაცია გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე დასწრება უფასოა.

ფაბრიკაფიტი 2022

თიბისი მუდმივად უჭერს მხარს ახალი თაობის განვითარებას და ეხმარება მათ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100