სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აჭარაბეთი საფეხბურთო კლუბ „დინამო“ თბილისის ოფიციალური სპონსორი გახდა

კომპანია აჭარაბეთსა და საფეხბურთო კლუბ დინამოთბილისს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში აჭარაბეთიდინამოთბილისის გენერალური სპონსორი გახდა.

2023-2025 წლების სეზონებზე კომპანია აჭარაბეთი მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს კლუბს.

"აჭარაბეთისთვის სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, კომპანია წლებია სპორტის მხარდამჭერია და ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ქართული სპორტის განვითარებისთვის.

ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ დღეს თამაშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ ყველაზე ტიტულოვან საფეხბურთო კლუბ დინამოთბილისთან. თანამშრომლობის პერიოდში არაერთი საინტერესო პროექტი გველოდება წინ და დარწმუნებული ვარ არაერთხელ ვიამაყებთ ჩვენი მიღწევებით“ - განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ რეგონში ყველაზე ძლიერ და წარმატებულ კომპანიასთან, დღეიდან აჭარაბეთი დინამოთბილისის ოფიციალური სპონსორი გახდა. ძალიან მნიშვნელოვანია ,როდესაც ესეთი ძლიერი კომპანია ხდება შენი პარტნიორი, რადგან კერძო სექტორის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია გავნითარებისთვის. აჭარაბეთთან ერთად ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ გულშემატკივარს“- განაცხადა დინამოთბილისის დირექტორმა ზაზა დოლიძემ.

აღსანიშნავია, რომ დინამოთბილისი ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბია ქართული ფეხბურთის ისტორიაში. დინამოთბილისი არის ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981). საქართველოს 19 გზის ჩემპიონი და 7 გზის ვიცე-ჩემპიონი, საქართველოს თასის 13 გზის მფლობელი და 2 გზის ფინალისტი, საქართველოს სუპერთასის 7 გზის მფლობელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100