სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„აჭარაბეთ არენა“-მ FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

„აჭარაბეთ არენა“-მ მაიამიში გამართულ FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა.

ქალაქ მაიამიში ,FIABCI World Prix d'Excellence Awards 2023 დაჯილდოება გაიმართა.

აჭარაბეთ არენა FIABCI-ის დაჯილდოებაზე მსოფლიო საჯარო ინფრასტრუქტურის ნომინაციაზე იყო წარდგენილი, სადაც სტადიონმა მსოფლიო კონგრესის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ჯილდო და აღიარება მოიპოვა.

FIABCI მასშტაბურ ღონისძიებაზე მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.

ბათუმში,აჭარაბეთ არენას ‘’ მრავალფუნქციური სტადიონის მშენებლობა კიდევ ერთ ერთხელ ადასტურებს ბათუმის ინფრასტრუქტურული მოწყობის მაღალ სტანდარტებს. სტადიონს მინიჭებული აქვს UEFA IV კატეგორია და გათვლილია 20,000 მაყურებელზე, რომელიც საშუალებას იძლევა უმასპინძლოს მსოფლიო მასშტაბის მაღალი დონის საერთაშორისო მატჩებს.

სტადიონის ხიბლი ჰარმონიულად ერწყმის ბათუმის თანამედროვე ინფრასტრუქტურას, ისტორიასა და კულტურას.

სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფცაზეა აგებული.შენობის მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები სტადიონს გამორჩეულს იერს აძლევს.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რომ, არენის ციფრული ეკოსისტემა დაფუძნებულია განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე, რაც მომავლის ეკოლოგიაზე ზრუნვაში მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობაზე მეტყველებს.

„აჭარაბეთ არენა“ ერთ-ერთი უახლესი და მოწინავე სტადიონია ევროპაში, რომელიც ოფიციალურად გაიხსნა 2020 წელს. თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული ტრადიციული სტუმართმოყვარეობა მზად არის უმასპინძლოს გლობალურ სპორტულ ღონისძიებებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100