სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავერსი და სადაზღვევო კომპანია ალფა განსაკუთრებულ პაკეტს გთავაზობთ

„ალფასა” და კომპანია „ავერსის” ურთიერთ თანმშრომლობის შედეგად არაერთი პროექტი განხორციელდა. მათ შორის აღსანიშნავია: სახელმწიფო ვაუჩერის მფლობელთათვის განკუთვნილი პროგრამა, რომლის მიხედვითაც დაზღვეულს უფლება აქვს წელიწადში 100 ლარის ღირებულების მედიკამენტები უფასოდ მიიღოს კომპანია „ავერსის” აფთიაქებში, ხოლო ექიმის მიერ გამოწერილი წამლები 50%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს. ამჯერად სადაზღვევო კომპანია „ალფა” მოსახლეობას კიდევ ერთ უნიკალურ პროექტს სთავაზობს. ეს გახლავთ ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის პაკეტი. რომლის პირობების მიხედვითაც,: თვეში 10 ლარად ნებისმიერ მსურველს შეუძლია, უფასოდ და ულიმიტოდ მიმართოს ოჯახის ექიმს და მის მიერ გამოწერილი ყველა ძირითადი მედიკამენტი „ავერსის” სააფთიაქო ქსელში 80%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს, სხვა სახის სამედიცინო მომსახურებაზე კი 15-დან 50%-მდე შეღავათი მიიღოს.

„ალფა” მოსახლეობას 15 და 25-ლარიან სადაზღვევო პაკეტებსაც სთავაზობს, სადაც სამედიცინო მომსახურების კიდევ უფრო ფართო სპექტრია წარმოდგენილი. 15 და 25-ლარიან პაკეტებში შედის გადაუდებელი ქირურგიული და ამბულატორიული მომსახურებაც „ავერსის” მსოფლიო დონის კლინიკათა ქსელში.
„ავერსის” დამფუძნებლის, ბატონი პაატა კურტანიძის თქმით, „ალფას” ახალი პროდუქტი იმ ადამიანებზეა გათვლილი, რომელთაც მედიკამენტების შეძენა ხშირად უწევთ - მათთვის 80%-იანი ფასდაკლება არცთუ ისე მცირე შეღავათია:
„ჩემთვის, ქვეყნის წამყვანი ფარმაცევტული კომპანიის ხელმძღვანელისთვის, ძალიან მტკივნეულია, როდესაც აფთიაქში შემოსულ ადამიანს მედიკამენტის შესაძენად თანხა არ ჰყოფნის. გარდა ამისა, ჩემივე ბიზნესიდან გამომდინარე, დაინტერესებული ვარ, რომ ყოველმა მომხმარებელმა შეძლოს საჭირო მედიკამენტების შეძენა. ამიტომ ვეცადეთ, სადაზღვევო პირობებით მედიკამენტებზე მაქსიმალური შეღავათი გაგვეთვალისწინებინა. ჩვენი პაკეტის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი სწორედ მედიკამენტებზე 80%-იანი ფასდაკლებაა.”
„ავერსის” დამფუძნებლის თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინდივიდუალურ დაზღვევაზე არანაირი ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს.
„მოგეხსენებათ, სადაზღვევო კომპანიები თავს არიდებენ ხანდაზმულთა დაზღვევას, რადგან მათ მაღალი რისკის ჯგუფს მიაკუთვნებენ, ასევე არ აზღვევენ ორსულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, ჩვენი ახალი სადაზღვევო პროდუქტის შეძენა კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ასე რომ, ამ კატეგორიის ადამიანებისთვის ეს სერიოზული შანსია. დარწმუნებული ვართ, ჩვენი სადაზღვევო პაკეტის გამოჩენა ქვეყანაში მედიკამენტების შეძენის პრობლემას პრაქტიკულად აღმოფხვრის”. - აღნიშნა პაატა კურტანიძემ.
ინდივიდუალური დაზღვევის პაკეტის შესამუშავებლად “ავერსი” და „ალფა” უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების დახმარებით დაახლოებით 6 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. “ავერსის” დამფუძნებლის თავდაპირველი მოთხოვნა მედიკამენტების საფასურის 100%-იანი ანაზღაურება გახლდათ, მაგრამ საბოლოოდ, ექსპერტების რჩევით, 80%-ზე შეთანხმდნენ: ”დავრწმუნდით, რომ სრული დაფინანსება მედიკამენტების არარაციონალურ დანიშვნასა და მოხმარებას გამოიწვევდა. აპრილში სპეციალური პროგრამით იაპონიაში გახლდით, რათა იქაური ჯანდაცვის სისტემა შემესწავლა. იაპონელები ძალიან ამაყობენ იმით, რომ მათი ქვეყანა სამედიცინო მომსახურებისა და უზრუნველყოფის დონით არ ჩამოუვარდება ამერიკას, კანადასა და ევროპას, ხოლო ხარჯი გაცილებით ნაკლებია. საქმე ის არის, რომ იაპონიაში სადაზღვევო კომპანიებს კანონით ეკრძალებათ სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტების 100%-იანი დაფინანსების პაკეტის ქონა.
მომსახურების ღირებულების 30%-ს ნებისმიერ შემთხვევაში დაზღვეული იხდის, რაც საწინდარია იმისა, რომ ზედმეტი კვლევა თუ მედიკამენტი არც ერთ პაციენტს არ დაენიშნება. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მედიკამენტებზე 80%-იანი ფასდაკლება არის ის მაქსიმალური შეღავათი, რომელიც შეიძლება გავუწიოთ მომხმარებელს. დარწმუნებული ვართ, ამ პაკეტით ბევრი დაინტერესდება”, - ბრძანა ბატონმა პაატამ და დასძინა, რომ სადაზღვევო პაკეტის შეძენა შესაძლებელია „ავერსის” აფთიაქებში, სადაც მომხმარებელს „ალფას” წარმომადგენელი გაესაუბრება, მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას და გააფორმებს ხელშეკრულებას.

„ალფა” მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს. აქ დაზღვეულები თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობენ. ასე რომ, დაეზღვიეთ კომპანია „ალფაში”, რადგან რაც უფრო მეტი მოქალაქე იქნება დაზღვეული, მით უფრო ძლიერი იქნება სახელმწიფო, წელში გამართული იქნება ოჯახი და დაცული იქნება თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100