სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მექსიკის ნარკომაფიის წევრები ოქროს „კალაშნიკოვებით“ იყვნენ შეიარაღებულნი (+ფოტო)

სწორედ ასეთი, ბაჯაღლო ოქროთი მოოქროვილი და იშვიათი ხეების მასალით მოვარაყებული „კალაშნიკოვებით“ იყვნენ სეიარაღებულნი მექსიკური ნარკომაფიის ის წონიანი ბარონები, რომლებიც ადგილობრივმა სამართალდამცველებმა დააკავეს.

დაკავებულებისგან ამოღებულმა იარაღმა მთელი არსენალი შეადგინა. სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლ იარაღებს შორის ყველაზე დიდი რაოდენობით კალაშნიკოვის ავტომატია ამოღებული - როგორც ეტყობა, ნარკობარონები უპირატესობას სწორედ რუსულ იარაღს ანიჭებდნენ.

ამოღებული იარაღი იმდენად დიდი რაოდენობის აღმოჩნდა, რომ სამართალდამცველებმა მცირე „გამოფენას“ მოაწყვეს, სადაც მექსიკის პრეზიდენტი ფილიპ კალდერონი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. სწორედ მათი თანდასწრებით მოხდა იარაღის უტილიზაციაც, რისთვისაც ქვეყნის არმიის კუთვნილი მუხლუხიანი საბრძოლო მანქანა AMX VCI DNC-1 გახდა საჭირო.

ჯამში, 16 თებერვალს მექსიკაში 3091 ავტომატი და ავტომატური შაშხანა, 3 697 თოფი, 21 ყუმბარმტყორცნი და სხვადასხვა კალიბრის 456 308 ვაზნა გაანადგურეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100