სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შალვა რამიშვილი ჰომოსექსუალების დასჯის მომხრეებს "ფეისბუქში" ეძებს

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შალვა რამიშვილის სტატუსი განხილვის თემა გახდა. ორ საათში მის პოსტს ოთხასამდე კომენტარი ხვდა წილად.

„ვინ არის მომხრე (ოღონდ ჩესნად) რომ კანონმდებლობით იყოს შეზღუდული ჰომოსექსუალიზმი... რომ ისჯებოდნენ ამაზე.. ოღონდ ჩესნად!“ - დაწერა „მაესტროს“ ჟურნალისტმა 'ფეისბუქის' საჯარო სტატუსად.

'პოსტის' გამოხმაურებები არაერთგვაროვანი გამოდგა. ნაწილს სურს ჰომოსექსუალების დასჯა და თან, უმკაცრესი გზით.

„მე ინკვიზიციის მომხრე ვარ“, „რამდენი ვიცი ჰომოსექსუალებისგან გარყვნილი“, „უნდა ისჯებოდეს თან მკაცრად... ნორმალურ ადამიანებზე ზუსტად ნაკლები უფლებები უნდა ჰქონდეთ“ - წერენ იუზერები. დასჯის მომხრეები მიიჩნევენ, რომ საქართველოში „ნამდვილ მამაკაცს გადაშენება ემუქრება“.

მეორე ნაწილი კი, მკვეთრად უარყოფითად მიუდგა რამიშვილის გამოსვლას.

„ჩესნად გეუბნები, ნუ ასაჯდომებ „, „ნატოში კი არა მაკდონალდსში არ უნდა გვიშვებდნენ“, „კითხვის დასმაა უკვე უპატიებელი, პასუხზე აღარაფერს ვამბობ“....“ ოცნებაში ამუშავებთ მაგ კანონს“, „მე მინდა რომ დაბალი ინტელექტი ისჯებოდეს კანონით“, - წერენ „ფეისბუქელები“.

თავად შალვა რამიშვილი თავისივე სტატუსს მოგვიანებით გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, მან მხოლოდ შეკითხვა დასვა, საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია, ზოგიერთი „მპოსტავი“ კი, უკვე მზადაა რომ სტატუსის დამწერი უშვერი სიტყვებით გალანძღოს.

„ძალიან სამწუხაროა რომ უმცირესობათა უფლებების "დამცველთა" რიგებშიც მრავლად არიან ფობიებით დამუხტული და სიძულვილის ენით საუბრის მომხრენი.. ეი, "ლიბერალებო" არ თვლით რომ არაფრით არ აღემატებით იმ კომპლექსებში გაჩხერილ მოქალაქეებს, რომლებიც ჰომოსექსუალთა კანონის მიხედვით დასჯას ეთანხმებიან?“ - წერს რამიშვილი.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100