დაუჯერებელი, მაგრამ რეალური ისტორია: მამაკაცი, რომელსაც მკერდში დაშნა გაუყარეს და დარბოდა...

მას შემდეგ, რაც ციურიხის ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზ „კორსოში“ გაიყვანეს, მასზე მთელი ქალაქი, მერე კი მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა: ასისტენტმა მას მკერდსა და ზურგში ხანჯლები და დაშნები გაუყარა, მას კი ამაზე არანაირი რეაგირება არ ჰქონდა...

ეს გამოსვლა ერთ-ერთმა თვითმხილველმა სტუდენტ-მედიკოსმა ასე აღწერა:

„მირინ დაჟო, წელზემოთ შიშველი, ოთახის ცენტრში მდუმარედ იდგა, მასთან ჩქარი ნაბიჯებით მივიდა ასისტენტი და ზურგში შეუსრიალა დაახლოებით 80 სანტიმეტრიანი დაშნა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმეა. სტუდენტები და მედიკოსები დაღებული პირებით სხედან და თვალებს ვერ უჯერებენ.

ეჭვს არ იწვევს, რომ დაშნამ სხეული გაიარა - წვერი მკერდიდან გამოვიდა. ყველაზე საოცარი კი არა მირინის წარბშეუხრელობა, არამედ ის იყო, რომ მის სხეულზე ერთი წვეთი სისხლის კვალიც კი არ ჩანდა...“

დაჟოს ნამდვილი სახელი და გვარია არნოლს ჰერიტ ჰენსკე. ის 1912 წლის 6 აგვისტოს დაიბადა, როტერდამში. ის მხატვრობით იყო გატაცებული, 20 წლის ასაკში კი საპროექტო ბიუროში არქიტექტორად დაიწყო მუშაობა.

ბავშვობაში მას არაერთხელ გადახდენია უცნაური ამბები. ასე მაგალითად, ერთხელ დახატა გარდაცვლილი ბიცოლა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობდა და თვალით არ ჰყავდა ნანახი. ნახატი იმდენად მიმსგავსებული აღმოჩნდა რეალობასთან, თითქოს ბავშვი გარდაცვლილის ოთახში მჯდარიყოს.

დილით, როცა არნოლდი იღვიძებდა, ხედავდა, რომ საწოლი და ზეწარი მოთხვრილია საღებავებით, იატაკზე კი ტილოებია მიმოფანტული. ის ძილში საკმაოდ კარგ ტილოებს ხატავდა ისე, რომ არც კი ეღვიძებოდა.

მთავარი აღმოჩენა მან 33 წლის ასაკში ელოდა - მიხვდა, რომ ნებისმიერი ჭრილობის მიმართ მდგრადი, დაუზიანებელი სხეული გააჩნდა. ამის შემდეგ მან სამსახური მიატოვა, ამსტერდამში გადავიდა, კაფეებში დაბორიალობდა და თამამ კლიენტებს სთავაზობდა... დაეჭრათ იგი, თანაც, წინასწარ ხელწერილსაც უწერდა, რომ ეს მისი სურვილით ხდებოდა. ამ საქმიანობით მან კარგა ბლომად ფულიც დააგროვა და, რაც მთავარია, მთელ ქვეყანაში ცნობილი ადამიანიც გახდა.

რაც შეეხება სახელს, იმიტომ შეიცვალა, რომ ესპერანტოზე „მირონი“ ნიშნავს „სასწაულებრივსა“ ან „განსაცვიფრებელს“.

რა თქმა უნდა, ექიმები ამ ნომრის წარმოდგენის დროს იმისთვისაც მზად იყვნენ, რომ დაშნის გამოძრობის შემდეგ შიდა სისხლდენა წარმოიქმნებოდა. მათ ფრთხილად გამოაძვრეს ორი დაშნა მამაკაცის ზურგიდან და მას სხეულზე მხოლოდ ორი, ოდნავ შესამჩნევი ხვრელი დარჩა.

მირონის დაჟინებული თხოვნით, ერთი დაშნა მის სხეულში დატოვეს და უცნაურმა მამაკაცმა მთელი ქალაქის დამსვენებლები დაშოკა, როცა დარბაზიდან პარკში ისევე ცავიდა, როგორც ნომრის შესრულების დროს იყო: მკერდში დაშნაგაყრილმა მირონმა სრულიად მშვიდად, ნელი სირბილით დაარტყა ორი წრე პარკს და სახლში წავიდა.

მართალია, დაშნები და ხანჯლები მირონს არ ვნებდა, მაგრამ მაყურებელს ხშირად აგდებდა შოკში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. შვეიცარიაში ერთ-ერთი გამოსვლის დროს დარბაზში შვიდი ადამიანი გახდა ცუდად, ხოლო სხვა დროს, როცა დაშნა გაუყარეს, ის მირონის რომელიღაც ძვალს შეეხო. როცა სამარისებურ სიჩუმეში მცირე ღრჭიალი გაისმა, დარბაზში მყოფთაგან ათამდე ადამიანს გული წაუვიდა. ამის შემდეგ მირონს დიდ დარბაზებში გამოსვლა აუკრძალეს და ის იძულებული გახდა, მცირე ბარებითა და აუდიტორიით შემოფარგლულიყო, მაგრამ პროტესტი არ გამოუთქვამს: მან ხომ სწორედ ასე დაიწყო...

მის ასისტენსტს, გრუტს მიაჩნდა, რომ მირონმა იცოდა თავისი გარდაცვალების თარიღი. როცა ჰოლანდიას ტოვებდა, მას ასისტენტისთვის უთქვამს კიდეც, აწი ამ ქვეყანას ვერასდროს ვნახავო. საბედისწერო ექსპერიმენტის დროს მან გრუტს სთხოვა, არ დახმარებოდა, რათა შემდეგ პასუხისმგებლობა აეცილებინა თავიდან.

ერთ-ერთ პოპულარულ ჟურნალთან ინტერვიუში მირინ დაჟომ განაცხადა: „მე მსახიობი კი არა, მოციქული ვარ. თუ ღმერთს იწამებ, შენი სხეულის ფლობა შენი შეხედულებისამებრ შეგეძლება...“

კომენტარი