სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

30 წლის ქალი ასე გამოიყურება - ის ცხრა თვის ბავშვად დარჩა... (ვიდეო)

როგორც უნდა გაგიკვირდეთ, ამ ფოტოზე 30 წლის ქალი, 1981 წლის 7 მაისს დაბადებული მარია ოდეტ დე ნასიმენტოა აღბეჭდილი: ქალი რომელსაც ასაკი არა აქვს და ბავშვის სხეულში დარჩა. ის ისე გამოიყურება, როგორც 9 თვის ჩვილები გამოიყურებიან.

მარია ღარიბ ოჯახში დაიბადა, რომელსაც მისი მკურნალობისთვის სახსრები არ გააჩნდა. მედიკოსები დღეს ამბობენ, რომ ადრეულ ასაკში, ჰორმონების ნაკლებობით გამოწვეული დაავადების აღმოჩენისთანავე, მისი განკურნება შესაძლებელი იქნებოდა ისე, რომ ბავშვი განვითარებულიყო, თუმცა დღეს მარია ვერც ლაპარაკობს და ვერც დამოუკიდებლად დადის - მისი ზრდა-განვიტარება, რომელიც სხეულისა და გონების სრულყოფით უნდა გამოხატულიყო, დაახლოებით 9 თვის შემდეგ გაიყინა - მარია 9 თვის ბავშვად დარჩა.

დედამისი 13 წლის წინ გარდაიცვალა, მამა კი სხვა ქალი შეირთო ცოლად. თუმცა, სახლში მოსულ დედინაცვალს მარიას მიმართ არათუ აგრესია არ გამოუმჟღავნებია, დღემდე მზრუნველობს და მიიჩნევს, რომ 30 წლის ბავშვი ღმერთმა საჩუქრად გამოუგზავნა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100