სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღვთიური ცეცხლი საქართველოში ჩამოაბრძანეს

ცოტა ხნის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ისრაელიდან ქართველი მომლოცველები და საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩამოიყვანა. დელეგაციის წევრებმა საქართველოში მაცხოვრის საფლავზე გადმოსული წმინდა ცეცხლი ჩამოაბრძანეს.

აეროპორტში ღვთიურ ცეცხლს უამრავი ადამიანი ელოდებოდა. მას შემდეგ, რაც მართლმადიდებლური სწავლების ჭეშმარიტების დამადასტურებლად მიჩნეული ცეცხლი აეროპორტში მყოფ მრევლზე გადანაწილდა, დელეგაცია სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრა, სადაც ამ წუთებში სააღდგომო ლიტურგიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.

შეგახსენებთ, რომ მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი დღეს, თბილისის დროით 15:27 საათზე გადმოვიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100