სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქსენია სობჩაკი ქართული ტელევიზიის სახე გახდება

რუსი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი რუსულენოვან ქართულ ტელეკომპანია ПИК-ზე ("Первый информационный кавказский") თოქ-შოუს „მთავარი თემა“ წამყვანი იქნება. რუსი ტელეჟურნალისტის თქმით, ამ პროექტმა მისი დაინტერესება გამოიწვია, რადგან ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა სიტყვის სრულ თავისუფლებას დაჰპირდა.

„იმედი მაქვს, საინტერესო გადაცემა გამოვა და ეს იქნება თავისუფალი ურთიერთობა, ცენზურის გარეშე, რომელიც დააინტერესებს სხვადასხვა ასაკისა და პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებს“, - განაცხადა ქსენია სობჩაკმა.

გადაცემის ჩაწერა მოსკოვში მოხდება. მნიშვნელოვანი მოვლენების განსახილველად სობჩაკი სტუდიაში საპირისპირო პოზიციებზე მდგომ სტუმრებს მოიწვევს. თოქ-შოუ ეთერში ყოველ კვირას, თბილისის დროით 23 საათზე გავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100