სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვს სექსის გარეშე დარჩენა ემუქრება...

მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო მასშტაბით მრავალი პრობლემა არსებობს, ამ პრობლემებიდან ძალიან ბევრი კი ინტიმთან და სექსუალურ ურთიერთობასთან არის დაკავშირებული.

აღნიშნულმა სიტუაციამ იმდენად შეაწუხა რუსეთის ფედერაცია, რომ მოსკოვში, დეპუტატები ალაპარაკდნენ გარკვეულ შეზღუდვებზე ინტიმურ ურთიერთობასთან დაკავშირებით.

როგორც აღმოჩნდა, თანამედროვე რუსეთი ვერ ერგება ოცდამეერთე საუკუნის სტანდარტებსა და შეხედულებებს და აღნიშნავს, რომ მზად არის პირველ ეტაპზე აკრძალოს სექსი არასრულწლოვნებს შორის.

„მსგავსი კანონი არა მარტო არასრულწლოვნებზე, არამედ სექსუალურ უმცირესობებზეც უნდა ვრცელდებოდეს. არ შეიძლება ერთსქესიან ადამიანებს ერთმანეთთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდეთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს მოსკოვის პარლამენტის სპიკერმა, ვლადიმირ პლატონოვმა.

ყველაფერთან ერთად, პლატონოვი თვლის, რომ მსგავსი კანონი მიღებული უნდა იყოს ფედერალურ დონეზე. მისი თქმით, პოლიტიკოსები ამ გეგმის რეალურად ქცევისთვის ძალებს არ დაზოგავენ.

რუსი პოლიტიკოსები გმობენ სექსუალური უმცირესობების პროპაგანდასაც. რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლომ კი გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული ფაქტის გადახედვას და დაკმაყოფილებას აუცილებლად შეეცდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100