სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – დღეს თუ საქმიან დიალოგს გეგმავთ, კარგი იქნება, თუ პოზიტიურ განწყობას შეიქმნით, ეს წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

კურო – დღეს შანსი მოგეცემათ თქვენი განსაკუთრებული ნიჭი გამოამჟღავნოთ. ელოდეთ კურიოზებს, ძალიან მხიარული დღე გელოდებათ.

ტყუპები – დღეს შესაძლოა, შორეული ნათესავების მონახულება მოგიწიოთ. მოინდომებთ ცოდნის გაღრმავებასა და რაიმე ახლის სწავლას.

კირჩხიბი –გარდაუვალი რუტინული სამუშაო დღე მოსაწყენი გახდება. შემოქმედებითი საქმიანობით დაკავების სურვილი გაგიჩნდებათ. შეეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მეორე ნახევართან.

ლომი – დღევანდელ დღეს მეგობრების გარემოცვაში გაატარებთ, ასე თავს მეტად კომფორტულად იგრძნობთ.

ქალწული – მშვენიერი დღეა ყველა სახის კომუნიკაციისათვის. თუ გარემოებებით სათანადოდ ისარგებლებთ, ბიზნესში წარმატება გელოდებათ.

სასწორი - კარგი დღეა პროდუქციის, საყოფაცხოვრებო ნივთების, ტანისამოსის, საჩუქრების შესაძენად.

მორიელი – თქვენსა და თქვენს რომელიმე ახლობელს შორის, შესაძლოა, გარკვეული უთანხმოება მოხდეს, რაც თქვენს ურთიერთობას გარკვეული ხნით გაართულებს.

მშვილდოსანი – მოემზადეთ იმისთვის, რომ დღეს თქვენ მეტად საინტერესო და მხიარული საუბრები გელით. გამოარკვიეთ ყველაზე მნიშვნელოვანი და წამოიწყეთ ერთ–ერთი, მეტად საიმედო საქმე.

თხის რქა – დღეს თქვენ გარკვეულ საიდუმლოს გაგიმხელენ, თუმცა ის, რასაც მოისმენთ არ გესიამოვნებათ. მოუსმინეთ მოსაუბრეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გაავრცელოთ მიღებული ინფორმაცია.

მერწყული – დღეს განსაკუთრებულად თავდაჯერებული იქნებით, განსაკუთრებით კი თქვენს პირად ცხოვრებაში. შესაძლოა, სახლიდან მოშორებით მიგიწვიონ რაიმე დღესასწაულზე.

თევზები – თუ დღეს, ხასიათი გაგიფუჭდებათ, აუცილებლად ეცადეთ გარშემომყოფებთან წამოიწყოთ რაიმე სახის ურთიერთობა. ეს დაგეხმარებათ დააწყოთ საკუთარი აზრები და დროებით დაივიწყოთ პრობლემები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100