სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რჩევები - როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს

თუ შენობაში იმყოფებით:

რყევის შემთხვევაში მოძრაობა მაქსიმალურად უნდა შეამციროთ, პატარ-პატარა ნაბიჯებით გადაადგილდეთ დაცულ ადგილისკენ . უნდა დარჩეთ შენობაში, ვიდრე არ დარწმუნდებით, რომ მიწისძვრით გამოწვეული რყევა დასრულდა.

სტატისტიკის თანახმად, ადამიანები მიწისძვრის დროს უმეტესწილად იმიტომ იღუპებიან, რომ შენობიდან გამორბიან და მისი ჩამოქცევის შემთხვევაში ნანგრევების ქვეშ ექცევიან.

დაწექით იატაკზე მაგიდის ან სხვა რომელიმე ავეჯის ქვეშ და მაგრად მოეჭიდეთ, სანამ რხევა არ შეწყდება.

იმ შემთხვევაში, თუ ახლომახლო არ არის არც მაგიდა და არც სხვა მსგავსი რამ, დაწექით შენობის შიდა კუთხეში და დაიფარეთ თავი და სახე მკლავებით.

ეცადეთ მოშორდეთ ფანჯარას, გასასვლელ კარს და ყველაფერს, რაც შეიძლება ჩამოვარდეს.

კარის შესასვლელი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენეთ თავშესაფრად, თუ ის თქვენთან ყველაზე ახლოსაა, შენობა არ არის ძველი და დარწმუნებული ხართ, რომ მის ქვეშ თავს დაცულად იგრძნობთ.

დარჩით შენობაში, ვიდრე რყევები არ დასრულდება

არავითარ შემთხვევაში არ შეხვიდეთ ლიფტში.

თუ მიწისძვრის დროს ქუჩაში ხართ:

დარჩით გარეთ და მაქსიმალურად მოერიდეთ შენობებს, ქუჩის განათებებს და ელექტროსადენებს.

თუ მანქანით მოძრაობთ:

გააჩერეთ მანქანა და დარჩით ავტომობილში.

ეცადეთ არ გაჩერდეთ შენობებთან, ხეებთან ან ელექტროსადენებთან ახლოს.

მიწისძვრის დასრულების შემდეგ ფრთხილად გააგრძელეთ მოძრაობა და მოერიდეთ ხიდებსა და პანდუსებს, რომლებიც შესაძლოა მიწისძვრით დაზიანდა.

თუ ნანგრევებში მოჰყევით:

არ აანთოთ ასანთი ან სანთებელა, რადგან შესაძლოა, დაზიანებული იყოს გაზის მილი და ცეცხლმა აფეთქება გამოიწვიოს.

არ გაინძრეთ და ნუ ეცდებით მტვრის გაფანტვას.

პირი დაიფარეთ ცხვირსახოცით ან ტანსაცმლით.

დააბრახუნეთ მილზე ან კედელზე, რომ მაშველებს გაუადვილდეთ თქვენი პოვნა. გამოიყენეთ სასტვენი, თუ გაქვთ.

დაიყვირეთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, რადგან ყვირილის დროს, შესაძლოა მომწავლელი მტვერი მოხვდეს თქვენს სასუნთქ სისტემაში.

("ლიბერალი").

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100