სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზუგდიდელმა მზესუმზირა შეიძინა და ჩეკების გათამაშებაში 50 ათასი ლარი მოიგო

ჩეკების წამახალისებელ გათამაშებაში 50 ათასი ლარი გათამაშდა. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხა ზუგდიდელმა ალექსანდრე ზარქუამ მოიგო. ზარქუამ 2.40 თეთრის ღირებულების მზესუმზირა შეიძინა და იღბლიანი ჩეკის მფლობელიც გახდა. შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ზუგდიდში დღესვე ჩავლენ და გამარჯვებულს სიმბოლურ ჩეკს გადასცემენ. ჩეკების გათამაშებაში 18 აპრილს დაიწყო. პირველი მსხვილი თანხა - 10 ათასი ლარი, გათამაშების დაწყებიდან ერთ კვირაში გათამაშდა. გამარჯვებული მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში მცხოვრები მაია ირიაულია გახდა.

გათამაშება წლის ბოლომდე გაგრძელდება. მისი მიმდინარეობისას, მოგების სახით, 9 მილიონი ლარი გაიცემა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100