სტიქიური უბედურება თბილისში (ვიდეო)

12 მაისს, დაახლოებით 22 საათზე, საქართველოს დედაქალაქში დაწყებული კოკისპირული წვიმის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა, მიწის ნაწილი მოწყვიტა, რამაც კოლექტორის ჩახერგვა და მტკვრის კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია.

დაზარალდა ორთაჭალასა და ქალაქის სხვა უბნებში მდებარე რიგი საცხოვრებელი სახლები, ზოგ რაიონში კი, წყალმა მანქანის სავალ გზაზე ავტომობილები ამოაბრუნა. დაიტბორა შენობების პირველი სართულები და ქალაქის რიგ რაიონებს შეუწყდა ელექტროენერგია.

უკანასკნელი ცნობების მიხედვით, დაღუპულია ხუთი ადამიანი, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ღამის განმავლობაში, ვრცელდებოდა ინფორმაცია სამი დაკარგულის შესახებაც, თუმცა, მოგვიანებით, მათი პოვნა მოხერხდა.

ამ დროისათვის, წყლის დონემ დაიწია და მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მოსახლეობაში პანიკა არ შეინიშნება. საგანგებო სიტუაციების სამსახურთან ერთად, ქალაქში ამჟამად მუშაობს თავდაცვის სამინისტროს და პოლიციის ძალები და მძიმე ტექნიკა. სამაშველო ოპერაციებში უშუალოდ იღებს მონაწილეობას ქალაქის მერი, გიგი უგულავა. საფრთხის ზონიდან ხდება მოსახლეობის ევაკუაცია. სინოპტიკოსების ცნობით, დღეს, თბილისში წვიმა მოსალოდნელი აღარ არის.


კომენტარი