სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველაზე გავლენიანი დედების რეიტინგი

ჟურნალმა Forbes-მა თემატური რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი გახდა ყველაზე გავლენიანი დედების სია.

13 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების მაცხოვრებლები დედის დღეს აღნიშნავენ. ჟურნალისტებმა კი გადაწყვიტეს გამოერკვიათ ცნობილი დედებისგან ვის უფრო დიდი გავლენა აქვს საერთაშორისო არენაზე.

გავლენიანი დედების სიაში შევიდნენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც.

„ეს ქალბატონები ბატონობენ არამარტო საკუთარ სამზარეულოში, არამედ მათ მთელი მსოფლიოს მართვაშიც დიდი წვლილი შეაქვთ“, - აღნიშნავენ რეიტინგის ავტორები.

ათეულის ლიდერი ჰილარი კლინტონი გახლავთ. მეორე ადგილი ბრაზილიის 64 წლის პრეზიდენტმა, დილმა როუსელფმა დაიკავა, მესამე ადგილს კი 56 წლის ინდრუ ჰუიი დასჯერდა, რომელიც გიგანტური სავაჭრო ორგანიზაციის „Papsico”-ს პრეზიდენტი გახლავთ.

შემდეგი ადგილები კი ასე გადანაწილდა:

შერილ სადბერგი

მელინდა გეიტსი

სონია განდი

მიშელ ობამა

კრისტინ ლაგარდი

ჯილ აბრამსონი - „ნიუ იორკ ტაიმსის“ მთავარი რედაქტორი

კრისტინა ფერნანდესი - არგენტინის პრეზიდენტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100