სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ ცაგარელი: ‎ივანიშვილს კვეთებულის ლოცვები სჭირდება...

ვარსკვლავები ივანიშვილის აურის ნეგატიურობაზე ალაპარაკდნენ.

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ იოგა, რომლითაც ივანიშვილი გახლავთ დაკავებული, სრულებით არ კმარა მისი აურის განსაწმენდად და ოლიგარქს კვეთებულის ლოცვებიც კი „გამოუწერა“.

“მე ვნახე მისი აურა, როცა თავიდან გამოჩნდა და ვხედავ ახლა. ამჟამად დაბინძურება მატულობს, რაც იმას ნიშნავს, რომ იღბლიანობამ იკლო, ამიტომ, კარგი იქნებოდა კვეთებულის ლოცვის ჩატარება“, - აღნიშნა ასტროლოგმა.

ცაგარელი ივანიშვილის აურის დაბინძურების ერთ-ერთ მიზეზად მის გარემოცვასაც თვლის. „კონტაქტი აქვს უამრავ ადამიანთან, რომელიც ენერგეტიკულად დაბინძურებულია“, - დასძინა ცაგარელმა.

ასტროლოგი თვლის, რომ ივანიშვილის პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად საუკეთესო პერიოდი 23 მაისიდან 25 ივნისამდე გახლავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული თარიღების შემდეგ პოლიტიკოსის დაღმავალი ზონა დაიწყება.

ასტროლოგის თქმით, ის რასც იგი ამბობს საფუძველს მოკლებული ნამდვილად არაა: „როცა რამეს ვამბობ, ჩემი პლანეტარული საფუძველი მაქვს“ - აცხადებს ცაგარელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100