სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოუტანა თუ არა ავთო ცქვიტინიძეს წარმატება პატარკაციშვილის სიძეობამ?

დიზაინერ ავთო ცქვიტინიძის წარმატების შესახებ საზოგადოებაში საკმაოდ ცხარე დისკუსიები იმართება. ზოგი ერთს ამტკიცებს და ზოგიც მეორეს. მთავარია, რომ ყველას საკუთარი სიმართლის სჯერა. მოდით ვნახოთ, რა გახდა ავთანდილის წარმატების ფორმულა...
სჯფკლდსგკჯლ;დფ
– სამხატვრო აკადემიის დამთავრებისთანავე (1995 წ.) მიიღე მონაწილეობა მოდის ფესტივალში "ამა", არ გაგიძნელდა თავის დამკვიდრება ამ სფეროში?
სჯ სჯფკლდსგკჯლ;დფფკლდსგკჯლ;დფ
– მე პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერი არა ვარ, მაგრამ ვინაიდან ფერწერაზე ვმუშაობდი, ვიფიქრე, რომ დიზაინერობაშიც მეცადა ბედი. შევქმენი ფერწერული ნამუშევრები, დავხატე ტილოებზე და შემდეგ ეს ჩავაცვი მოდელებს. საბედნიეროდ, ამ ყველაფერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და გადავწყვიტე მოდელირებაც მეცადა. რისკის არ შემშინებია. მიმაჩნია, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც რისკის ეშინიათ, მხოლოდ ერთი ბედი აქვთ, უბრალოდ, სხედან სახლში და სუქდებიან!
სჯფკლდსგკჯლ;დფ
– საბედნიეროდ, საქართველოში დღეს-დღეობით მოდა აქტუალურია, არც დიზაინერების სიმცირეს განვიცდით, თქვენი გადმოსახედიდან რომელ მათგანს მისცემდით უმაღლეს შეფასებას ან პირიქით?
სჯფკლდსგკჯლ;დფ
– დღესდღეობით ეს ტენდენცია, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. 1995 წელშიც დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო, მაშინაც ბევრი ცდილობდა დიზაინერობას. ზოგი დაიხვეწა და განაგრძო თავის საქმიანობა, ზოგმაც თავი დაანება _ ვერ `გაქაჩა~. იცით რა არის? ასეთმა პერიოდმა უნდა გადაიაროს, რომ დროთა განმავლობაში უამრავი დიზაინერისგან ორი მაინც დარჩეს სერიოზული და მისაღები ამ სფეროში, რომლებმაც იციან რას ნიშნავს კლიენტთან მუშაობა, რა არის კონსტრუირება, ქსოვილის ხარისხი და ა. შ. მოდა გართობა არ არის! კლიენტს გაფრთხილება უნდა. როცა ტანსაცმელს ჩაიცვამს, ის თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს, რომ მეორედაც გაუჩნდეს სურვილი, მასთან შეიკეროს სამოსი. ამჟამად ვერ დავასახელებ საქართველოში რომელიმე დიზაინერს, რომელსაც მაღალი შეფასება შეიძლება მივცე, რადგან მათ ეს საგამოცდო პერიოდი არ გაუვლიათ. მესმის, აქვთ ამბიციები, ეს კარგიცაა. ერთადერთი დიზაინერი, რომელთანაც ვმეგობრობ და ვიცი, რომ მას მოდის სახლი სერიოზულ დონეზე აქვს აწყობილი, არის თამუნა ინგოროყვა.
სჯფკლდსგკჯლ;დფ
– თქვენი ჩვენებების სია საკმაოდ ვრცელია, მაგრამ უმრავლესობა საზღვარგარეთ გაქვთ გაკეთებული, საქართველოში როდის გეგმავთ ჩვენების მოწყობას?
სჯფკლდსგკჯლ;დფ
– დიახ, უახლოეს მომავალში მოდის კვირეულზე გამოვალ, წინა " Georgian fashion week"-ის დახურვის პატივი მხვდა წილად. ეხლა ვემზადებით 2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციისთვის, მაგრამ მაშინ, როცა კიევიდან დავბრუნდები.
სდჯკლდჯს;ლადკ; სჯფკლდსგკჯლ;დფ
– ანუ ამჯერადაც კიევშიც იღებ მონაწილეობას...
სდჯკლდჯს;ლადკ; სჯფკლდსგკჯლ;დფ
– 14 ოქტომბერს არის შოუ, ვხსნი კიევის კვირეულს. შემდეგ უკვე მე ჩემი გეგმები მაქვს ევროპის სხვადასხვა ბაზარზე. ჯერჯერობით შოუს არ ვაკეთებ, არც ლონდონში და არც ნიუ-იორკში, თუმცაღა სერიოზული აგენტი გვყავს, რომელიც ამ ორ ბაზარზე იკვლევს, რამდენად აქტუალური შეიძლება იყოს ბრენდი "AVTANDIL"-ი და რა ტიპის კორექტივები უნდა შეიტანოს კომპანიამ, რომ ამ ქვეყნებს მოერგოს.
სდჯკლდჯს;ლადკ; სჯფკლდსგკჯლ;დფ
– საკმაოდ საინტერესო დისკუსია მიმდინარეობს ინტერნეტფორუმებში. ბევრი ამტკიცებს, რომ ავთო ცქვიტინიძის წარმატება ბადრი პატარკაციშვილმა უზრუნველყო...
სდჯკლდჯს;ლადკ; სჯფკლდსგკჯლ;დფ
– ბევრი პროფესიონალი ადამიანია, რომელთაც ახსოვთ, როგორ ჩამოყალიბდა ბრენდი "AVTANDIL"-ი. საკმაოდ რთულად დავიწყე ეს ყველაფერი, თუმცაღა იმ პერიოდში, როცა საქართველოში დიზაინერი მხოლოდ მაკა ასათიანი იყო, გაჩნდა მოთხოვნილება, ყოფილიყო მამაკაცი დიზაინერიც. დავდგი წარმატებული შოუები. ბადრი პატარკაციშვილის სიძე კი მოგვიანებით გავხდი.
იცით რა? ვისაც რა სურს, ის თქვას, თუ ამით მათი ცხოვრება უფრო მარტივდება, შეუძლიათ ასე იფიქრონ. ალბათ, ძნელი დასაჯერებელია, რომ ადამიანი თავისით აღწევს წარმატებას...
სდჯკლდჯს;ლადკ სჯფკლდსგკჯლ;დფ;
- სხვათა შორის, მინახავს ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენი შეკერილი კაბების ხარისხით უკმაყოფილოები არიან.
სდჯკლდჯს;ლადკ; სჯფკლდსგკჯლ;დფ
– ალბათ, ეს ის ადამიანები არიან, ვისაც უბრალოდ სურთ, რომ რამე თქვან. დღესდღეობით საქართველოში უმაღლესი ხარისხი მხოლოდ ამ კომპანიას აქვს. თქვენ სხვა დიზაინერების ხარისხი ნახეთ და ჩემს სიმართლეში დარწმუნდებით.
სდჯკლდჯს;ლადკ; სჯფკლდსგკჯლ;დფ
– კიევის ჩვენებაში მიიღეთ მონაწილეობა, სადაც წარადგინეთ საქორწინო კაბა. მაინტერესებს, როგორია ავთანდილის 2010 წლის პატარძალი?
სდჯკლდჯს;ლად სჯფკლდსგკჯლ;დფკ;
– ასე რთულია კონკრეტულად პატარძალი აღწერო, ჩვენ ვიზუალიდან გამომდინარე ვმუშაობთ. ახლანდელ პერიოდში ძალიან მოდურია კრისტალებით გაწყობილი კაბები, რაც წინა წლებში იმდენად აქტუალური არ იყო. ჩვენ ვთავაზობთ სვაროვსკის კრისტალებით გაწყობილ კაბებს.
სდჯკლდჯს;ლადკ; სჯფკლდსგკჯლ;დფ
– როგორია 2010 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რა ფერებს გვთავაზობ, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის როგორ სტილს გვირჩევ?
სდჯკლდჯს;ლადკ; სჯფკლდსგკჯლ;დფ
– შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში გამოვიყენე ძირითადად ოთხი ფერი: კანისფერი, შავი, ერთი მოდელი იყო წითელი და ნაცრისფერი. სილუეტია ძალიან ნაზი, ქალური, წელი გამოკვეთილი, ქვედაბოლოები უფრო გაშლილი, ანუ სოფი ლორენის პერიოდის სილუეტი არის მოდაში. ფეხსაცმელი – მაღალქუსლიანი და კოჭზე სამაგრით.
დსფკსდფკ;სდფ;ლ
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100