23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – თუ დღეს უფროსის გაკვირვებას, ან აღფრთოვანებას შეძლებთ, ჩათვალეთ, ეს თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე ძალიან მალე აისახება. საღამოს საინტერესო საქმიან წინადადებას მიიღებთ.

კურო – წინ რუტინული სამუშაო დღე გელოდებათ. სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება ერთგვარ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ვარსკვლავები საღამოს განტვირთვას გირჩევენ.

ტყუპები – ცუდი დღეა პირადი, ინტიმური ურთიერთობის გასარკვევად. დღეს ემოციების გაკონტროლებას ვერ შეძლებთ, ამიტომ სერიოზული დიალოგები და მოლაპარაკებები სამომავლოდ გადადეთ.

კირჩხიბი – სასიამოვნო სიახლეებით აღსავსე დღე გელოდებათ. გამყარდება ურთიერთობა მეორე ნახევართან.

ლომი – ურიცხვი პრობლემებისა და დაძაბული სამუშაო გარემოს მიუხედავად, ოპტიმისტურ განწყობას მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნებთ.

ქალწული – დღეს განსაკუთრებულად აქტიური იქნებით. დიდი ენთუზიაზმით შეასრულებთ სამსახურობრივ მოვალეობებს. არაორდინალური საღამო გელოდებათ, რომელზეც მეგობრები და საყვარელი ადამიანი იზრუნებენ.

სასწორი – ყურადღება მიაქციეთ ყველა დეტალს. მოუსმინეთ საქმიან პარტნიორებს და კარგად განსაჯეთ მათი ყოველი წინადადება. ვარსკვლავები სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას ინტუიციაზე დაყრდნობით არ გირჩევენ.

მორიელი – არ დაკარგოთ საკუთარი თავის იმედი და რწმენა. გახსოვდეთ, ცდა ბედის მონახევრეა. მკაფიოდ დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრებები და პოზიცია.

მშვილდოსანი – გაითვალისწინეთ, დღეს გარშემომყოფები თქვენს მოსაზრებებს არ გაითვალისწინებენ. ამიტომ, ნუ ეცდებით მათ დარწმუნებას. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გამოიჩინეთ სითბო საყვარელი ადამიანის მიმართ.

თხის რქა – დეპრესიის დრო არ არის. აიძულეთ თავი და გათავისუფლდით პესიმისტური ფიქრებისა და განწყობისაგან. ცუდი ხასიათი თქვენს საქმიანობაზე შესაბამის გავლენას მოახდენს.

მერწყული – დღეს წინათგრძნობა გაგიმართლდებათ. შექმნილ პრობლემებს თავად თუ ვერ გაუმკლავდებით, დხმარება მეგობრებს, ან თანამშრომლებს სთხოვეთ. ამაში სასირცხვილო არაფერია.


კომენტარი