9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: დღეს რამდენიმე ვარიანტი გაქვთ, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ თქვენი დღის დაგეგმვა. კარგი იქნება ამ ვარიანტებს შორის საუკეთესოს თუ მიანიჭებთ უპირატესობას. ამავდროულად დაკისრებული მოვალეობების შესრულებისთანავე ეცადეთ გამონთავისუფლებული დრო მეგობრების წრეში გაატაროთ.

კურო: დღეს ადამიანების გარკვეული ჯგუფი ეცდება რაც შეიძლება ახლოს მოვიდნენ თქვენთან. კარგი იქნება ამის უფლებას თუ არ მისცემთ. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად წაგებული დარჩებით და შესაძლოა სამომავლოდ გარკვეული პრობლემებიც შეგექმნათ.

ტყუპები: ბოლოს როდის დაუთმეთ თავისუფალი დრო მხოლოდ საკუთარ თავს? კარგი იქნება ყურადღებას თუ მიაქცევთ აღნიშნულ სიტუაციას, რადგან საკუთარ თავზე წინ არავინ არასდროს არ უნდა დააყენოთ. რეაბილიტაცია დღეიდანვე დაიწყეთ!

კირჩხიბი: დღეს ეცადეთ რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოთ სამუშაო დღე და თავისუფალი დრო მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და საკუთარ თავს დაუთმეთ. ეს საშუალებას მოგცემთ თქვენს პრობლემებსა და დაბრკოლებებში კარგად გაერკვეთ. ახლობლების რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ და შედეგი თქვენთვის ძალიან კარგი აღმოჩნდება.

ლომი: თქვენ გარშემომყოფებზე კარგ შთაბეჭდილებას ვერ მოახენთ იმ შემთხვევაში, თუ მუდმივად საკუთარ მიღწევებზე ისაუბრებთ. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ რჩევას დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ, რადგან გარშემომყოფების აზრი თქვენთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ეცადეთ გააკეთოთ ის საქმე რაც თქვენთვის და არა სხვებისთვისაა მისაღები.

ქალწული: დღეს საშუალება მოგეცემათ იამაყოთ საკუთარი თავით. ეს მეტად მნიშვნელოვანია თქვენთვის და დიდ სტიმულსაც წარმოადგენს. ეცადეთ სამომავლოდაც იმ გეგმით იმოძრაოთ, რომლითაც დღეს და რომელმაც განაპირობა დღევანდელი დღის წარმატება.

სასწორი: თქვენს ცხოვრებაში რაღაც ახალი იწყება, თუმცა ეს სიახლე თავდაპირველად შესაძლოა სრულებითაც არ მოგეჩვენოთ დადებითად. წინასწარ ნუ გააკეთებთ დასკვნებს და იყავით მაქსიმალურად მობილიზებულნი, რადგან არავითარი დეტალი არ გამოგრჩეთ.

მორიელი: დღე თქვენთვის სასიამობნოდ დაიწყება და განვითარდება კიდეც. ამიტომ მოემზადეთ წინასწარ, რადგან დღის განმავლობაში შესაძლოა ზედმეტმა ემოციებმა შეგაწუხონ.

მშვილდოსანი: არავისთვის არ არის უცნობი, რომ კარგი განწყობა სასიამოვნო ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი. უკანასკნელი დროის განმავლობაში თავს ძალიან კარგად გრძნობთ, ეს კი თქვენი ხასიათის პოზიტიურობას განაპირობებს. შედეგად გარშემომყოფებს თქვენთან ურთიერთობა სიამოვნებთ, ეცადეთ მსგავსი სიტუაციის რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნებას.

თხის რქა: დღეს შესაძლოა ზედმეტი ფინანსები გამოგიჩნდეთ, ეს კი თქვენი ხასიათის დადებთობას განაპირობებს. ზედმეტად ნუ მოსწყდებით რეალობას. გახსოვდეთ, რომ შესაძლოა დღეს თავის დაკარგვამ სამომავლოდ სერიოზული პრობლემების წინაშე დაგაყენოთ.

მერწყული: უკანასკნელ დღეებში გაგებულმა ახალმა ამბებმა თქვენზე უარყოფითი გავლენა მოახდინეს. ამიტომ კარგი იქნება თუ დღევანდელ დღეს სრულ მარტოობაში გაატარებთ. დაფიქრდით განვლილ დღეებზე და იმ პრობლემებზე, რომელთა გადაჭრაც თქვენთვის აუცილებელია.

თევზები: დღეს შესაძლოა ერთ-ერთ მეგობართან სერიოზული პრობლემა შეგექმნათ. ნუ გაამწვავებთ სიტუაციას. ეცადეთ დათმობაზე წასვლას და იყავით მაქსიმალურად ლოიალურნი. გახსოვდეთ, რომ თქვენსა და თქვენს მეგობარს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარება ძლიან მარტივად იქნება შესაძლებელი.

კომენტარი