სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბერლინში, გეი-აღლუმზე პუტინი და მედვედევიც გაიხსენეს

ბერლინში, გეი-აღლუმი გერმანიის დედაქალაქის ჰომოსექსუალმა მერმე, კლაუს ვოვერაიტმა გახსნა. ფერად ტანისამოსში გამოწყობილმა სექსუალურმა უმცირესობებმა, კრაიცბერგის რაიონიდან ბრანდენბურგის კარიბჭეებამდე გზა მეტად მხიარულად განვლეს. დანიშნულების ადგილზე კი ღია ცის ქვეშ, კლუბური მუსუკის ფონზე „კარგადაც გაერთნენ“.

ტრანსფარანტების გარკვეული ნაწილი რუსეთში დასადგურებულ ჰომოფობიას ეძღვნებოდა. აღლუმის მონაწილეებმა ვლადიმირ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის გიგანტური პორტრეტებიც მოამზადეს, სადაც ეს პოლიტიკოსები ვარდისფერი ღაწვებითა და კდემამოსილი გამომეტყველებით გვიმზერენ. პორტრეტებზე იყო წარწერაც: „ძირს ჰომოფობია რუსეთში“, მედვედევისა და პუტინის მაისურებზე კი მოჩანდა სიტყვები: „არ შემომხედოთ, რუსული კანონმდებლობის საფუძველზე, ამ შემოხედვამ შესაძლოა ჰომოსექსუალა გაქციოთ“.

აღნიშნული აღლუმი გერმანიის დედაქალაქში 34-ეჯერ ჩატარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100