სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვენესუელას პოლიციამ რეკორდული რაოდენობის კოკაინი ამოიღო

ვენესუელის პოლიციამ სატვირთო გემის დაკავება შეძლო, რომლითაც კონტეინერების მეშვეობით გარკვეული სითხე გადაქონდათ. ამ სითხეში კი გარეული იყო დიდი რაოდენობით კოკაინი.

ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტმრა, ტარეკ ელ აისამიმ განაცხადა, რომ სითხის საერთო რაოდენობა 20 ტონას შეადგენდა. გემი მექსიკის ნავსადგურ ვერაკრუსისკენ მიემართებოდა.

ამ დროისათვის სპეციალისტები სითხისგან კოკაინის გამოყოფაზე მუშაობენ. უახლოეს მომავალში ნარკოტიკული საშუალების ზუსტი რაოდენობა დადგინდება.

როგორც ვენესუელის მედიასაშუალებები იუწყებიან, რა რაოდენობის კოკაინიც არ უნდა გამოიყოს სითხისგან, ეს მაინც რეკორდული მაჩვენებელი იქნება.

სამართალდამცავების მიერ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში, სამი პიროვნება დააკავეს. ორი მათგანი კოლუმბიის მოქალაქე გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ვენესუელის პოლიციამ 42 ტონა ნარკოტიკული საშუალების ამოღება შეძლო, აქედან 26 ტონა კოკაინი გახლდათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100