სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების მოსმენა სტრასბურგმა იანვრისთვის გადადო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, მოხსენების - „ომი რუსეთსა და საქართველოს შორის: ჰუმანიტარული სიტუაცია რაიონში“ - განხილვა 2013 წლის იანვრისთვის არის გადატანილი. ამის შესახებ "იტარ-ტასის" კორესპონდენტს ასამბლეის მომხსენებელმა თინა აკეტოფტმა განუცხადა.

„ჩემი მოხსენება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იანვრის სესიაზე განიხილება. უპირველეს ყოვლისა, ეს, საქართველოში ოქტომბერში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებთან არის დაკავშირებული“ - განაცხადა მან.

ამასთან, აკეტოფტის თქმით, ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი მას დაპირდა, რომ ყველანაირად დაეხმარება ცხინვალში ვიზიტის ორგანიზებაში.

როგორც სააგენტო „რეს“ იუწყებოდა, ასამბლეის მომხსენებელი რეგიონს 3 ივლისს ესტუმრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100