სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - დღეს დაუფიქრებელმა საქციელმა, შესაძლოა, თქვენს მატერიალურ მდგომარეობას სერიოზული ზიანი მიაყენოს. დიდი ალბათობაა, რომ დღეს წამოწყებული პროექტი თქვენთვის არასასურველი შედეგით დასრულდება.

კურო - ცუდი დღეა ახალი საქმიანობის წამოსაწყებად. სიტუაციების გაკონტროლება გაგიჭირდებათ. დღის განმავლობაში დაუგეგმავი შეხვედრები და მგზავრობაა მოსალოდნელი.

ტყუპები - დღეს თავშეკავება გმართებთ. აუცილებელი არ არის გარშემომყოფებმა თქვენი აზრები და შეხედულებები იცოდნენ. სანამ ახალ შენაძენს გააკეთებთ, კარგად დაფიქრდით, განსაკუთრებით კი თუ საქმე ტექნიკას ეხება.

კირჩხიბი - სამსახურში თქვენი საჭიროება დღეს განსაკუთრებულად გაიზრდება. დოკუმენტებში შეცდომების აღმოჩენას შეძლებთ. გაიზრდება უფროსისა და თანამშრომლების სიმპათია თქვენს მიმართ.

ლომი - დღეს სიტუაციისა და გარშემომყოფების გაკონტროლება გაგიჭირდებათ. შინაგანი უწონასწორობა მეორე ნახევართან სერიოზული კონფლიქტს მოასწავებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ იმოქმედებთ ემოციებიდან გამომდინარე.

ქალწული - წინ სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ. დღეს დიდი ხნის ოცნების ახდენის შანსი მოგეცემათ. შეეცადეთ, თქვენი ქმედებებით, ახლობლებს იმედები არ გაუცრუოთ.

სასწორი - დღეს სიახლის სურვილი და ინტერესი გაგიჩნდებათ, თუმცა, ამ ყველაფერს თან ახლავს შიში და ნერვიულობა. გარშემომყოფებს ბოლომდე ნუ ენდობით, ისინი თქვენს იმედგაცრუებას გამოიწვევენ.

მორიელი - დღის პირველ ნახევარში ვარსკვლავები ჯანმრთელობის გაფრთხილებას გირჩევენ. ყურადღება მიაქციეთ საკვები პრდუქტის ვარგისიანობას. შეინარჩუნეთ ემოციური წონასწორობა.

მშვილდოსანი - წინ აქტიური სამუშაო დღე გელოდებათ. ორატორული ნიჭის გამოყენება გარდაუვალი იქნება. ნუ ინერვიულებთ, ეს უკანასკნელი არაჩვეულებრივად გეხერხებათ.

თხის რქა - დღეს დამოუკიდებლობის სურვილი გაიზრდება. გახსოვდეთ, გაუთვალისწინებელი გარემოებები და სიტუაციები საფრთხეს მოასწავებენ.

მერწყული - დღეს თქვენი ფინანსური მდგომარეობა არასტაბილური იქნება. დაუჯერეთ უფროსებისა და გამოცდილი ადამიანების რჩევებს. ყურადღებით შეავსეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

თევზები - რუტინული სამუშაო დღე მოსაწყენი გახდება. გაითვალისწინეთ, თუ გარემოებებით სათანადოდ ისარგებლებთ, ბიზნესში წარმატება გელოდებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100