სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შემაძრწუნებელი ისტორია: ბებიისა და შვილიშვილის სიყვარული...

ეს ისტორია ალბათ ნებისმიერ ადამიანში გაოცებას გამოიწვევს. შეუძლბელია ადამიანის მსგავს ქმედებას რაიმე უწოდო. ამ ყოველივეს შეფასება კი „დრონი. ჯის“ მკითხველს თავად შეუძლია:

72 წლის პერლ კარტერმა, რომელიც ინდიანას შტატში ცხოვრობს, საკუთარი შვილიშვილი, 26 წლის ფილ ბეილი 4 წლის წინ გაიცნო. როგორც კარტერი აღნიშნავს, მას უკანონო ქალიშვილი 18 წლის ასაკში შეეძინა. შედეგად კი მშობლებმა „ოჯახის შემარცხვენელი ახალშობილის“ გაშვილება მოითხოვეს, კარტერიც დაჰყვა მშობლების ნებას.

როგორც 72 წლის ქალბატონი იუწყება, იგი საკუთარ შვილს დიდი ხნის მანძილზე ეძებდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ უკანასკნელი იმედიც დაკარგა. შედეგად კი 26 წლის ფილმა დედის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მისგან აღსარება მოისმინა და შეიტყო, რომ მას სხვა ოჯახის წევრებიც ჰყავდა. ფილმა კარტერის ძებნა დაიწყო. ორწლიანი ძიების შემდეგ ბებია იპოვა და მას საკუთარი დედის სახელით ეკონტაქტებოდა. ერთ დღესაც გაუგზავნა ფოტო, სადაც დედამისი და თვითონ იყვნენ აღბეჭდილნი. კარტერმა შვილიშვილის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა და შედეგად „სიმპატიური მამაკაცი“ შეუყვარდა.

ფილიც არ დარჩენილა საკუთარი ბებიისადმი გულგრილად. იგი აღნიშნავს: „მე მუდამ მსიამოვნებდა ასაკით უფროს ქალებთან ურთიერთობა. ჩვენ ერთმანეთთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. ინტიმური ურთიერთობა კვირაში რამდენიმეჯერ გვაქვს. ყველაფერთან ერთად ვიპოვეთ 20 წლის სუროგატი დედა, რომელიც ორ თვეში ჩემი და პერლის ქალიშვილს მოავლენს ამ ქვეყნად“.

პერლმა და ფილმა სუროგატ დედას 20 ათასი ამერიკული დოლარი გადაუხადეს. მათ გოგონა სამედიცინო დაწესებულებაში კვირაში რამდენიმეჯერ დაჰყავთ. ბებიასა და შვილიშვილს ოჯახის ახალი წევრის შემატება ძალიანა ხარებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100