სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - დღეს სიტუაციების გაკონტროლება გაგიჭირდებათ. ცუდი დღეა ახალი საქმიანობის წამოსაწყებად. დიდი ალბათობაა, რომ დღეს წამოწყებული პროექტი წარუმატებლად დასრულდეს.

კურო - შექმნილ სიტუაციებზე თქვენთვის უჩვეულო გზებით უნდა მოახდინოთ რეაგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შფოთვა და ნერვიულობა გარდაუვალია. გარშემომყოფების თანდასწრებით საკუთარ ემოციებს ნუ გამოამჟღავნებთ.

ტყუპები - ძველი შეხედულებები ერთბაშად შეგეცვლებათ. შეეცადეთ განასხვავოთ ერთმანეთისაგან თქვენი და სხვისი პრობლემები და ისე იმოქმედეთ. თავი აარიდეთ აგრესიასა და დაუდევრობასა.

კირჩხიბი - შესაძლოა, საზღვარგარეთ განათლების მიღების სურვილი გაგიჩნდეთ. დიდი ალბათობაა, რომ დიდი ხნის ოცნება აგიხდეთ, ან რაიმე მნიშვნელოვანს მიაღწიოთ.

ლომი - ფინანსური საკითხების წარმატებულად მოგვარებისათვის სისწრაფე და მოქნილობა გესაჭიროებათ. მოერიდეთ ინტრიგანულ სიტუაციებს. ამ უკანასკნელმა შესაძლოა თვითკონტროლი დაგაკარგვინოთ.

ქალწული - თუ ფიქრობთ, რომ რაღაც შანსი გაუშვით ხელიდან, არ იდარდოთ. მოვლენები თქვენს სასარგებლოდ ვითარდება.

სასწორი - ცუდი დღეა სამომავლო გეგმების შემუშავებისათვის. ყურადღება მიაქციეთ სამუშაო იარაღებს. ნუ გამოიყენებთ შეუმოწმებელ ტექნიკას.

მორიელი - დღეს ზედმეტად სპონტანური და გაუწონასწორებელი იქნებით. ფარული უნდობლობა თავისუფალ აზროვნებაში ხელს შეგიშლით.

მშვილდოსანი - გაუთვალისწინებელი გარემოებები და სიტუაციები საფრთხეს მოასწავებენ. ჩვეულებრივი, რუტინული დღე, შესაძლოა, მოულოდნელმა მოვლენამ რადიკალურად შეცვალოს. ნუ მოდუნდებით და მზად იყავით შესაბამისი რეაგირებისათვის.

თხის რქა - პატარა დეტალმა, შესაძლოა, ოპტიმისტური განწყობა გაგიფუჭოთ. გახსოვდეთ, ინტუიციას, ხშირ შემთხვევაში, არასწორ გადაწყვეტილებამდე მიყავხართ.

მერწყული - დღეს მომავლის მხოლოდ დადებით და პოზიტიურ მხარეზე ნუ იფიქრებთ. გახსოვდეთ ის ნეგატიური ფაქტორები, რაც უახლოეს დღეებში გარდაუვალი იქნება. სიფრთხილით მოეკიდეთ არაკეთილსინდისიერ პარტნიორებს, კლიენტებსა და მყიდველებს.

თევზები - ცუდი დღეა ხელშეკრულებების გაფორმებისათვის, ასევე გარიგებისა და ქორწინებისათვის. თანამშრომლები თქვენს შეცდომაში შეყვანას შეეცდებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100