მეხანძრეებმა ტყეს ცეცხლი ფულადი პრემიის გამო წაუკიდეს

ამურსკის პროკურატურამ ადგილობრივი მეხანძრეების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. გარკვეულ ფაქტებზე დაყრდნობით, მეხანძრეებმა ფულადი პრემიის მიღების მიზნით ტყეს ცეცხლი ხელოვნურად წაუკიდეს.

„მეხანძრეებმა ტყეს ცეცხლი სასიგნალო რაკეტის მეშვეობით წაუკიდეს. ორი დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის ლოკვიდაციას ცდილობდნენ, მათ ყოველივე წარმატებით დაასრულეს. შემდეგ პრემია, ხელფასის 200 პროცენტი, დანამატის სახით მიიღეს. ამ დროისათვის გამოძიება მიმდინარეობს, დეტალები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი“, - აღნიშნავენ სამართალდამცავები.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავე მეხანძრეებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სახელმწიფო ქონების განადგურების გამო, ემუქრებათ.

კომენტარი