გლდანის ციხეში ჟურნალისტები შევიდნენ

გლდანის მე-8 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ახალი მინისტრი გიორგი ტუღუში შევიდა. მასთან ერთად ციხეში შევიდნენ ჟურნალისტებიც.

ტუღუშის შესვლისას, პატიმრების ნაწილმა პროტესტი ხმაურით გამოხატა. აღნიშნულ საკითხზე დაწვრილებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ტუღუში ციხეში შესვლამდე, ეზოში შეკრებილ პატიმართა ოჯახის წევრებს გაესაუბრა, რის შემდეგაც მსჯავრდებულებთან შესახვედრად გაემართა.

კომენტარი