სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახლანდელ მფლობელებთან შეთანხმებით, პატარკაციშვილის ოჯახი „იმედს“ იბრუნებს

ტელეკომპანია „იმედის“ ახლანდელ მფლობელებსა და აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარაკაციშვილის ოჯახის წევრებს შორის შემდგარი შეთანხმების მიხედვით, „ტელეიმედის“ გადაცემის პროცესი დღეიდან დაიწყო – ტელეკომპანია პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს უბრუნდება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 16 სექტემბერს, საღამოს „იმედის“ ჟურნალისტებთან თათბირი გიორგი არველაძემ ჩაატარა და თანამშრომლებს თანამდებობიდან მისი წასვლის შესახებ აცნობა, პატარკაციშვილის ოჯახის წევრების მხრიდან ოფიციალური განცხადების გაკეთებამდე გავრცელდა. თავად გიორგი არველაძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში თანამდებობიდან წასვლის ფაქტი დაადასტურა, თუმცა, დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

„ექსპრესნიუსმა“ გარდაცვლილი ბიზნესმენის დაზე, მზია თორთლაძეზე დაყრდნობით გაავრცელა ასევე ინფორმაცია, რომ „იმედში“ მისვლას უახლოეს დღეებში გეგმავენ ოჯახის წევრები, 16 ოქტომბერს კი ტელევიზიაში პატარკაციშვილის ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირები იმყოფებოდნენ და მენეჯმენტის ხელმძღვანელობასტან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ.

20.00 საათზე კი „ქრონიკის“ გამოშვება სწორედ პატარკაციშვილის ოჯახის წევრების განცხადებით დაიწყო, სადაც ნათქვამია, რომ ოჯახის წევრებსა და არხის ამჟამინდელ მფლობელებს შორის შეთანხმება შედგა და ტელეკომპანიის გადაცემის პროცედურა უკვე დღეიდან დაიწყო: “ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მოხარულია იმით, რომ მან მიაღწია შეთანხმებას ტელეკომპანიის ამჟამინდელ მფლობელთან ტელეკომპანიის ოჯახისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას რომ ტელეკომპანია იყოს ობიექტური”, –ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100