სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლაშა ნაცვლიშვილი: რუსეთის ФСБ ფასდაუდებელ დახმარებას უწევს საქართველოს (ვიდეო)

ამჟამად შს მინისტრის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი 2002 წელს, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, როცა რუსეთი დაჟინებით მოითხოვდა პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებას, უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო და „უშიშრად“ აცხადებდა, რუსეთის უშიშროების ფედერალური ბიური ფასდაუდებელ დახმარებას უწევს საქართველოსო. მას არც მაშინ და არც მერე, სააკაშვილის წინააღმდეგ გამოსვლებისბ დროს, არ ეზარებოდა ახლო კონტაქტი რუსულ მედიასთან და დაუზარლად აძლევდა მათ ინტერვიუებს. დავიწყოთ იმით, თუ რას ამბობდა ლაშა ნაცვლიშვილი „ინტერფაქსთან“ საუბარში 2002 წელს:

„11 აგვისტო, 2002.

თბილისი, ინტერფაქსი:

ლაშა ნაცვლიშვილი: რუსეთის ФСБ ფასდაუდებელ დახმარებას უწევს საქართველოს

სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი კმაყოფილებას გამოთქვამს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობის კუთხით.

„ФСБ ფასდაუდებელ დახმარებას უწევს საქართველოს მთელი რიგი სამართლებრივი და ოპერატიული საკითხების გადაწყვეტაში და თბილისი ამ მიდგომას აფასებს. ასევე აფასებს რუსეთის სპეცსამსახურების გაწონასწორებულ პოზიციას, რომლებიც არასდოს გამოსულან საქართველოს წინააღმდეგ დაუფიქრებელი და უსაფუძვლო განცხადებებით“, - ამბობს მინისტრის მოადგილე. მისი თქმით, ФСБ-ს დირექტორის მოადგილის ჟდანკოვის ხუთდღიანი ვიზიტის დროს თბილისში, ძირითადად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს, მაგრამ დაისახა შემდგომი თანამშრომლობა ეკონომიკური სახის დანაშაულთა, ასევე ნარკოტიკების კონტრაბანდის წინააღმდეგ. „ორი ქვეყნის სპეცსამსახურს შორის დამყარებულია კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობა“, - დაამატა ნაცვლიშვილმა.

იგივე პერსონამ, 2009 წლის საპროტესტო გამოსვლების დროს სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ, ინტერვიუ მისცა „როსბალტ. რუ“-ს, სადაც თქვა ფრაზა, რომელმაც მღელვარება და აღშფოთება გამოიწვია, მათ შორის, ოპოზიციის მომხრეებშიც: „ზოგჯერ ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნებოდა, რუსეთს თბილისი აეღო“. მოგვიანებით, მან განმარტა, რომ ეს ფრაზა რუსი ჟურნალისტის „თავისუფალი ინტერპრეტაციის შედეგი იყო“, რადგან სიტყვასიტყვით ფრაზა, მისივე თქმით, ასე იყო ნათქვამი: „მაინცდამაინც თბილისი უნდა აეღოთ რუსებს, რომ ქართველ ხალხს დაენახა, რას უქადის სააკაშვილის რეჟიმი ქვეყანას?“ - არადა, ორიგინალში კარგად ჩანს, რომ თბილისის აღების სურვილის გამოხატვამ ნაცვლიშვილის მხრიდან რუსი ჟურნალისტიც კი გააკვირვა:

„ლაშა, ჩვენ არ გეცოდებით? ჩვენ როგორ ვიცხოვროთ ამის შემდეგ?“

„ეს კაცი (გულისხმობს მიხეილ სააკაშვილს, რედ.) უნდა გატეხო, ის მხოლოდ ძალას უწევს ანგარიშს. მან განაცხადა, რომ ქართული ინტელიგენცია უნიტაზში ჩარეცხილია, ის ჩვენ „სოვოკებს“ გვიწოდებს („სოვოკი“-ადამიანი სქესის, ეროვნებისა და პარტიული კუთვნილების გარეშე, - რედ.). იცით, საქართველოში ხალხმა ხელისუფლებას, შესაძლებელია, კორუფცია აპატიოს, მაგრამ არაადამიანურ დამოკიდებულებას არ აპატიებს. მან კი ადამიანთა პატივისცემაზე თქვა უარი“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100