სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს-მ კუდ-ის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დააკავა

გუშინ შსს-კუდის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დააკავა. აღნიშნული ინფორმაცია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გავრცელდა.

შსს-სმიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2012 წლის 4 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შუქურის ძე შამათავა, ამავე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსი ტარიელ მიხეილის ძე ბარამია, მეორე სამმართველოს უფროსი სერგო ტარასის ძე უბილავა და ოპერატიული თანამშრომელი როინ კარლოს ძე აბშილავა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გარდა ამისა, აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით ბრალდებულად დაკავებულები არიან შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი ბახვა ჯემალის ძე ჩიქობავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს ოპერატიული თანამშრომელი დავით ბორისის ძე ქორქია.

ამასთან ერთად, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შანახვის ფაქტზეც, რომელშიც, გამოძიების მასალების მიხედვით მხილებულები არიან შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და მისივე თანამშრომელი დავით ქორქია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100