სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩოხატაურში ექიმების გაფიცვა გრძელდება

ჩოხატაურის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლები ამ დრომდე გაფიცულები არიან. მედპერსონალი სამი თვის აუღებელი ხელფასების სასწრაფოდ დარიგებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

გაფიცვა გუშინ დილით დაიწყო. ჩოხატაურის ცენტრალური საავადმყოფო კომპანია "აბითის" კუთვნილებაა. საავადმყოფოში ამჟამად სამორიგეოდ ბათუმიდანაა ჩამოსული მედპერსონალი.

ჩოხატაურში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება და მედპერსონალსა და კომპანიის წარმომადგენლებს ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. დავით სერგიენკო გაფიცულებთან შეხვედრას დღეს გეგმავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100