როდის გამოიდარებს საქართველოში?

სინოპტიკოსები ყინვების შესუსტებას 20 დეკემბრიდან ვარაუდობენ.

სინოპტიკოსების ცნობით 19 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისში იქნება მცირე თოვლი, მოსალოდნელია ღამით ყინვა -3 გრადსუსი, დღისით +5 გრადუსი.

სინოპტიკოსები 20 დეკემბრიდან დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დათბობას პროგნოზირებენ. დაბლობში დღისით ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთში კი +10.

21 დეკემბერს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი, მთაში და მაღალმთაში _ თოვლი.
ნალექიანი ამინდები ქვეყანაში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.


კომენტარი