აშშ-ში გარდაცვლილი პენსიონერის ავტოფარეხში ნაპოვნია განძი

გარდაცვლილი ამერიკელი პენსიონერის ავტოფარეხში 7,5 მილიონი დოლარის ღირებულების 1000 ცალ ოქროს მონეტა იპოვეს.

კარსონ სიტიში მცხოვრებ მილიონერ პენსიონერს ვოლტერ სამაშქოუს მეზობლები ყოველთვის ღარიბ და მოკრძალებულ მოხუცად მიიჩნევდნენ და მისმა განძმა მთელი ქალაქი გააოცა.

სახლის ჩხრეკის შემდეგ სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ მონეტები ვოლტერ სამაშქოუს 60 წლის წინ გარდაცვლილ დედას ეკუთვნოდა.

სამაშქოუების ქონება, ვოლტერის ბიძაშვილ ქალბატონს დარცება, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ რთულად, მაგრამ მაინც იპოვა.

კომენტარი

×