სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სიკვდილი ნიძლავზე

სიკვდილი ნიძლავის შესრულებისას. 20 წლის ტუნისელი დაუ ფატნასი მეგობრებს დაენიძლავა, რომ ქათმის 28 ცალ უმ კვერცხს შეჭამდა. დაუ ფანტასიმ ნიძლავი მოიგო, მაგრამ დიდი რაოდენობით კვერცხმა მისი გარდაცვალება გამოიწვია. ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია 28 კვერცხის შეჭმის შემდეგ, დაუ ფანტასის მუცლის ტკივილი დაეწყო. მეგობრებმა სასწრაფო გამოიძახეს, მაგრამ 20 წლის ახალგაზრდის გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს, ის საავადმოყოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

მსგავსი ინციდენტი 2012 წლის ოქტომბერშიც მოხდა. აშშ-ში 32 წლის ედვარდ არჩბოლდმა ზოომაღაზიის მიერ გამართულ კონკურსზე, რამდენიმე ათეული ტარაკანა შეჭამა და გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100