აშშ-ში 2 ქართველი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა

ნიუ-იორკში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს 2 ქართველი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.

სროლის შედეგად ცეცხლსასროლი ჭრილობა მიიღო ორმა სამართალდამცველმა, მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ცნობილია, რომ მამაკაცმა, რომლის ვინაობა არ სახელდება, ბრუკლინის მეტროს ერთ-ერთ სადგურზე პოლიციას ცეცხლი გაუხსნა.

თვითმხილველების ცნობით, პოლიციელმა ერთ-ერთ მამაკაცს შესამოწმებლად საბუთი მოსთხოვა, რომელმაც საბუთების ნაცვლად იარაღი ამოიღო და ცეცხლი გახსნა. შემთხვევის შედეგად ნიუ-იორკის პოლიციის 2 ოფიცერი დაშავდა, თავდამსხმელი კი საპასუხო სროლის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარი