სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას ითხოვს თბილისის მერია gwp-სგან?

თბილისის მერია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას სთხოვს.

მერიის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მოსახლეობა წყლით 24 საათის განმავლობაში არ მარაგდება, ქალაქის მთავრობა თბილისის მოსახლეობის ინტერესების დასაცავად კომპანიის წინააღმდეგ ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს.

წყლის კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილია.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" შეასრულა 2008 წელს აღებული ვალდებულება, რომლის თანახმად, კომპანიას 2013 წლის პირველი იანვრისთვის თბილისის უწყვეტი წყალმომარაგება უნდა უზრუნველეყო, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100