სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტურ ოპერატორ ინტერკონტინენტალის განცხადება

ტურ ოპერატორი ინტერკონტინენტალის წარმომადგენელი წუხილს გამოხატავს 16.01.13 რეისის შეყოვნებით გამოწვეულ დისკომფორტთან დაკავშირებით.

”პირველ რიგში მინდა გამოვხატო ჩვენი სინანული გუშინდელი რეისის შეყოვნებასთან დაკავშირებით და ბოდიში მოუხადო ჩვენს მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

საახალწლო სეზონი ნებისმიერი ტურისტული კომპანიისთვის განსაკუთრებით დატვურთჲლი და ამავდრიულად რთულია. სწორედ ტურისტების მხრიდან მოთხოვნის ზრდას უკავშირდება ჩვენი გადაწყვეტილება რეისი შეგვესრულებინა დიდი ბორტით.

ჩვენი ისევე როგორც ”კაპიტან+” ის და სხვა სააგენტოების ტურისტები ფრენის დეტალების დაზუსტებიდან (15 იანვარი 16 :30 საათი) რამოდენიმე საათში იყვნენ ინფორირებული. მეორადი მონაცემის შესაბამისად ფრენა 16 იანვარს 17:00 საათზე უნდა განხორციელებულიყო თუმცა, როგორც ყველა ჩვენთაგანისთვის გახდა ცნობილი სირიის სახელმწიფომ ქართულ ბორტს არ მისცა ნებართვა საკუთარი საჰაერო სივრცის გადალახვის თაობაზე. ეს კი გახდა მიზეზი ფრენის დაგვიანებისა. რეისი განხორციელდა 17 იანვარს 02:30 საათზე.

ჩვენ ისევე როგორც მაგალითად ”კაპიტან+” შვეცადეთ მაქსიმალურად კომფორტული გაგვეხადა ფრენის განხორციელებამდე ტურისტების მოლოდინი საქართველოში მყოფი არა ქართველ ტურისტებს ღამის თბილისის ტური შევთავაზეთ (კომპანიის ხარჯებით) ხოლო ეგვიპტეში მყოფი ქართველი ტურისტები გამოფრენამდე გადაყვანილი იქნენ საკუთარ სასტუმროებში (კომპანიის ხარჯებით). ასევე ეგვიპტეში ჩაფრენის შემდეგ ტურისტებს საშუალება ექნებათ დატკბენ მათთვის საჩუქრად გადაცემული ექსკურსიით.

ჩვენ გვესმის რომ ეს მცირედი კომპენსაციაა იმ დისკომფორტისა რომელიც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებისა და გამო შეიქმნა, და გვინდა კიდევ ერთხელ მოუხადოთ ბოდიში ჩვენს ტურისტებს შექმნილი დისკოფორტისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100