ზაალ ჩიქობავა: "თეატრიდან ჩემი გაშვება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა"

რუსთაველის თეატრის ყოფილი მმართველის ზაალ ჩიქობავას განცხადებით, მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა და თეატრიდან მისი გაშვება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

ამის შესახებ ჩიქობავამ "პრაიმ-ტაიმის" პრეს-სკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ასე მოხდა. დღეს ორ ბრძანებას მოეწერა ხელი, ჩემი და დავით საყვარელიძის გათავისუფლებას. დავიწყებ იქიდან, რომ არჩევნების შემდეგ ოქტომბერშივე დაიწყო არასასიამოვნო საუბარი და გამოთქმები ჩვენს მიმართ. მინისტრი ამბობს, რომ ჩვენ ვერტიკალური გადაწყვეტილება არ მივიღეთ, მაგრამ არ ამბობს, რომ ჩვენზე იყო ზეწოლა, რომ თანამდებობები დაგვეტოვებინა. ისინი სხვა გზას ვერ ხედავდნენ, რომ ეს პრობლემა გადაწყვეტილიყო. ალბათ, როცა ასე შეთანხმებულად მოქმედებენ სამინისტრო და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მაშინ უკვე მე სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი და მივიღე გადაწყვეტილება დამეწერა განცხადება. ამ 6 წლის განმავლობაში არ ყოფილა პერიოდი, რომ თეატრში არ ყოფილიყო რეპეტიცია, ბოლო 4 თვეა, თეატრში ახალი სპექტაკლი არ დადგმულა. ბოლოს სამხატვრო ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დასისთვის 3 თვით გაეფორებინა ხელშეკრულებები. მე ამას ხელს ვერ მოვაწერდი, რადგან იქ ისეთ მსახიობებზე იყო საუბარი, უბრალოდ არ შემეძლო. მე იმედი მაქვს, რომ ის თაობა, რომელიც თავის დროზე არ შეუშინდა ასეთ მონოპოლიებს, ისევ გავაგრძელებთ ბრძოლას და საყვარელ საქმეს ბოლომდე გავაკეთებთ", - განაცხადა ჩიქობავამ.

მისივე თქმით, თეატრიდან მისი გათავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

"გაართმევს თუ არა თავს რობერტ სტურუა საქმიანობას, არ ვიცი, როცა ყოველგვარი ზედაპირული მიზეზების გარეშე მისი მხრიდან იყო ულტიმატუმი, რომ წამოვსულიყავი, მაგრამ ეს მისგან ახალი არ არის, ხშირად მომხდა ასე", - აღნიშნა ჩიქობავამ.

კომენტარი