51-ე საჯარო სკოლის თანამშრომლების მოთხოვნა

51-საჯარო სკოლის პედაგოგები და სამეურვეო საბჭო პრემიერ–მინისტრს დირექტორის თანამდებობაზე დავით ლაგვილავას დატოვებას სთხოვენ. პედაგოგებმა სპეციალური მიმართვა კანცელარიაში დღეს ჩააბარეს.

პედაგოგები განათლების მინისტრის იმ ბრძანების შეჩერებას მოითხოვენ, რომლითაც სკოლის დირექტორ დავით ლაგვილავას უფლებამოსილება შეუწყდა და აცხადებენ, რომ ლაგვილავა უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს და განათლების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირად ანგარიშსწორებას და პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება.
ისინი ასევე მოითხოვენ სკოლაში შევიდეს საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე დამოუკიდებელი ახალი აუდიტი, რომელიც სკოლის მდგომარეობას ობიექტურად შეისწავლის.
განათლების მინისტრმა დავით ლაგვილავას გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც სამეურვეო საბჭომ დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე უარი განაცხადა.
გათავისუფლების ოფიციალური საფუძველი გასულ წელს ჩატარებული აუდიტის დასკვნა გახდა, რომლის მიხედვითაც, სკოლაში სხვადასხვა სახის ფინანსური დარღვევები აღმოაჩნდა.

კომენტარი